ახალი ამბები
"სკოლაში იმოქმედებს ცხელი ხაზი, სადაც მოზარდებს პრობლემებზე საუბარი შეეძლებათ"
FaceBook

პარლამენტში „ბავშვთა უფლებების კოდექსის“ განხილვა მიმდინარეობს,

რომელიც ამოქმედების შემთხვევაში, პირველი დოკუმენტი იქნება საქართველოში, სადაც ერთად იქნება თავმოყრილი ბავშვებთან და მათ უფლებებთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხი.

 

კანონპროექტის გარკვეული მუხლები განათლების უფლებებსაც ეხება და ცხადი ხდება, რომ სკოლებში იგეგმება ბავშვთა ძალადობაზე პასუხისმგებელი კონკრეტული პირის დანიშვნა და იმოქმედებს ცხელი ხაზი, სადაც მოზარდებს პრობლემებზე საუბარი შეეძლებათ.

კანონპროექტის ავტორები, დეპუტატი სოფო კილაძე და თსუ-ის პროფესორი – პაატა ტურავა არიან. სოფო კილაძის განცხადებით, საქართველოში აქამდე არ არსებობდა ერთიანი სახელმწიფოებრივი ხედვა, სისტემური მიდგომა, რომლის მთავარი მიზანიც იქნებოდა ბავშვის კეთილდღეობა და აღნიშნული კანონპროექტიც სწორედ ამ მიზანს ემსახურება.

„ბავშვთა უფლებების კოდექსში“ განათლების საკითხებს მე-5 თავი ეთმობა, სადაც საუბარია, რომ სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოფს ყველა ბავშვის თანაბარი ხელმისაწვდომობა ხარისხიან  სკოლამდელ, ზოგად, პროფესიულ და უმაღლეს განათლებაზე.  35-ე მუხლში ჩამოყალიბებულია განათლების მიღების შესაძლებლობები:

ა) ხარისხიანი უფასო სკოლამდელი და ზოგადი განათლების ხელმისაწვდომობა ყოველი ბავშვისთვის ინდივიდუალური შესაძლებლობებისა და საჭიროებების   შესაბამისად;

ბ) პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობა ყოველი ბავშვისთვის ინდივიდუალური შესაძლებლობების და საჭიროებების შესაბამისად, მათ შორის, სათანადო ფინანსური მხარდაჭერით;

გ) განათლების სისტემის, საფეხურების და ფორმების, პროცედურების და ბავშვისთვის სხვა მნიშვნელოვანი და სასარგებლო საკითხების შესახებ ინფორმაციის ყველა ბავშვისთვის ხელმისაწვდომობა;

დ) სკოლის მიღმა დარჩენილ ბავშვთა სკოლებში დაბრუნების ხელშეწყობა და სკოლის მიტოვების პრევენციის ღონისძიებების განხორციელება;

ე) განათლების ყველა საფეხურზე უახლესი სამეცნიერო და დარგობრივი ცოდნისა და ბავშვზე ორიენტირებული სწავლების თანამედროვე მეთოდების და ტექნოლოგიების დანერგვის ხელშეწყობა.

ვ) ბავშვის მონაწილეობის უფლების განხორციელება განათლების ყველა საფეხურზე, როგორც უშუალოდ საგანმანათლებლო პროცესში, ასევე, საგანმანათლებლო დაწესებულებებში გადაწყვეტილების მიღებისას.

რაც შეეხება საგანმანათლებლო დაწესებულებებში ძალადობისგან დაცვის ღონისძიებებს, კანონპროექტის 36-ე მუხლში აღნიშნულია:

1. ბავშვთა განათლების მხარდაჭერის პროგრამების განხორციელებამ ხელი უნდა შეუწყოს ბავშვზე და ბავშვებს შორის ძალადობის და ბავშვის კანონიერი ინტერესების უგულებელყოფის, მათ შორის ბავშვთა შორის ჩაგვრის აღმოფხვრას.

2. დაუშვებელია საგანმანათლებლო დაწესებულებებში დისციპლინის ზომად ძალადობის ნებისმიერი ფორმის გამოყენება, მათ შორის: ფიზიკური დასჯის ან სხვა სასტიკი ან დამამცირებელი დასჯა ან მოპყრობა.

3. საგანმანათლებლო დაწესებულებებში უნდა დაინერგოს ძალადობის, მათ შორის, ბავშვთა შორის ჩაგვრის პრევენციის და სათანადო რეაგირების პროგრამები და მექანიზმი.

4. ადრეულ და სკოლამდელ, ზოგადსაგანმანათლებლო და პროფესიული განათლების დაწესებულებებში მოქმედებს ბავშვზე ძალადობის შეტყობინების ცხელი ხაზი.

5. საგანმანათლებლო დაწესებულება განსაზღვრავს ბავშვთა ძალადობის საკითხზე პასუხისმგებელ პირს, კოორდინატორს.

6. ბავშვზე ან ბავშვთა შორის ძალადობის, მათ შორის ბავშვებს შორის ჩაგვრის პრევენციის და ასეთ ფაქტებზე რეაგირების პროგრამებს სკოლამდელ და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში შეიმუშავებს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და მუნიციპალიტეტები ამ კოდექსის დებულებების გათვალისწინებით.

კანონპროექტის განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ კოდექსის თანახმად, ბავშვებს უნდა ჰქონდეთ ინფორმაცია მათი საჩივრების განხილვის მექანიზმებზე და დაცული იყოს მათი აზრის გამოხატვის თავისუფლება. განმარტებით ბარათში ასევე საუბარია პრობლემებზე, რაც საჯარო სივრცეში ბავშვთა დაცულობას და მათ უსაფრთხო გადაადგილებას ეხება.

„დიდ გამოწვევას წარმოადგენს ბავშვის დაცვა საჯარო სივრცეში, რომელიც მოიაზრებს ბავშვის დაცვას მავნე ზეგავლენისგან: ალკოჰოლის და ნარკოტიკის, კლუბების და გასართობი დაწესებულებების, თამბაქოსა და სხვა. ასევე, ეფექტიანი რეგულირების მიღმაა ბავშვის დაცვა მედია სივრცესა და ინტერნეტში, მათ შორის, მავნე ზეგავლენის მქონე განსაკუთრებულად უხამსი და ძალადობრივი ინფორმაციის შემცველი ფილმების, ბეჭდური მედიის და ა.შ. შემთხვევები, რაც მეტად ზრდის ძალადობის და დევიაციური ქმედებების იმ მასშტაბებს, რომელიც სამწუხაროდ განსაკუთრებით შეინიშნება საქართველოში უკანასკნელ წლებში. არ არსებობს საკანონმდებლო რეგულაციები, რომელიც უზრუნველყოფს ბავშვთა უსაფრთხოებას ჯგუფური ტრანსპორტირების (ექსკურსიების) შემთხვევაში. სამწუხაროდ ასეთი გარანტიების არ არსებობის გამო არაერთ უბედურ შემთხვევას ჰქონდა ადგილი“, – ნათქვამია განმარტებით ბარათში.

პარლამენტში გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე, „ბავშთა უფლებების კოდექსის“  განხილვა, ხმაურის ფონზე დასრულდა. დეპუტატების გარდა, სხდომას უფლებადამცველები და სასულიერო პირებიც ესწრებოდნენ. ავტორებისგან განსხვავებით, ისინი კანონპროექტის ტექსტს იწუნებენ და მასში გარკვეული მუხლების შესწორებას ითხოვენ. მათი აზრით, უნდა იყოს დაკონკრეტებული თუ რა არის ბავშვზე ძალადობა, რადგან არსებული ვარიანტის თანახმად, ძალადობად შესაძლოა ბავშვზე ნებისიმიერი გაწყრომა ჩაითვალოს.

„ბავშვთა უფლებების კოდექსი“ პარლამენტში კიდევ რამდენიმე კომიტეტმა უნდა განიხილოს და მხარდაჭერის შემთხვევაში ის 2020 წლის 1-ლ ივნისს ამოქმედდება.

edu.aris.ge

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ტყიბულის შახტში რამდენიმე დღის წინ მომხდარი
შემთხვევის შედეგად ერთი მეშახტე დაშავდა.



შახტის ყოფილი თანამშრომელი ხვიჩა გაბუნია
ფეისბუქპოსტში წერს, რომ საწარმოში გახშირებული ავარიები მოშლილი
სისტემის შედეგია და არსებული მდგომარეობის გაგრძელებამ შესაძლოა
შახტის დახურვა და ასობით ადამიანის უმუშევრად დარჩენა
გამოიწვიოს.


მისი განცხადებით, მძიმე მდგომარეობაა ნახშირის
მომპოვებელ უბნებზეც, სადაც დასაქმებულებს მუშაობა მაღალი რისკის
პირობებში უწევთ. გაბუნიას თქმით, არ ხდება ტექნიკის განახლება და
მოძველებული მექანიზმების ახლით ჩანაცვლება, ხოლო საწარმოს მართვაში
გამოცდილი კადრების როლი შემცირებულია.

შახტის ყოფილი თანამშრომელი არსებულ ვითარებას 2018
წლის პერიოდს ადარებს, როდესაც, მისი თქმით, საწარმოში ავარიები და
ფატალური შემთხვევები გახშირებული იყო. ის იხსენებს მეშახტეების
მაშინდელ პროტესტსაც, რომელშიც თავად მონაწილეობდა და რომლის მიზანი
საწარმოში მდგომარეობის გაუმჯობესება იყო.

გაბუნია მეშახტეებს მოუწოდებს, სამუშაო პირობებთან
დაკავშირებულ რისკებზე ხმა აიმაღლონ. მისი შეფასებით, პრობლემების
მოუგვარებლობამ შესაძლოა შახტის დახურვა და ტყიბულში ასობით ადამიანის
უმუშევრად დარჩენა გამოიწვიოს.
14:19 / 10.10.2026
ტყიბულის შახტში რამდენიმე დღის წინ მომხდარი შემთხვევის შედეგად ერთი მეშახტე დაშავდა.


შახტის ყოფილი თანამშრომელი ხვიჩა გაბუნია ფეისბუქპოსტში წერს, რომ საწარმოში გახშირებული ავარიები მოშლილი სისტემის შედეგია და არსებული მდგომარეობის გაგრძელებამ შესაძლოა შახტის დახურვა და ასობით ადამიანის უმუშევრად დარჩენა გამოიწვიოს.


მისი განცხადებით, მძიმე მდგომარეობაა ნახშირის მომპოვებელ უბნებზეც, სადაც დასაქმებულებს მუშაობა მაღალი რისკის პირობებში უწევთ. გაბუნიას თქმით, არ ხდება ტექნიკის განახლება და მოძველებული მექანიზმების ახლით ჩანაცვლება, ხოლო საწარმოს მართვაში გამოცდილი კადრების როლი შემცირებულია.

შახტის ყოფილი თანამშრომელი არსებულ ვითარებას 2018 წლის პერიოდს ადარებს, როდესაც, მისი თქმით, საწარმოში ავარიები და ფატალური შემთხვევები გახშირებული იყო. ის იხსენებს მეშახტეების მაშინდელ პროტესტსაც, რომელშიც თავად მონაწილეობდა და რომლის მიზანი საწარმოში მდგომარეობის გაუმჯობესება იყო.

გაბუნია მეშახტეებს მოუწოდებს, სამუშაო პირობებთან დაკავშირებულ რისკებზე ხმა აიმაღლონ. მისი შეფასებით, პრობლემების მოუგვარებლობამ შესაძლოა შახტის დახურვა და ტყიბულში ასობით ადამიანის უმუშევრად დარჩენა გამოიწვიოს.

"ბოლო დროს, შახტში ხშირია მარცხი, რომელიც სავალალო შედეგებით მთავრდება, ნახშირმომპოვებელი უბნები, ერთმანეთის მოყოლებით ფეთქდება და იწვის. რისი თქმა მინდა მეგობრებო, ამ წარმოებაში, მოშლილა სისტემა.

ორმა არაპროფესიონალმა ადამიანმა, ერთპიროვნულად ჩაიგდო ხელთ, მართვის სტრუქტურა. გამოცდილ კადრებს, რომლებიც თითზე ჩამოსათვლელი დარჩა ამ წარმოებაში, ( ჩემი პატივისცემა მათ) აღარაფერს ეკითხებიან. წარმოების სადავეები რამოდენიმე ნარკომანს და სოცკისთან დაახლოებული, არაპროფესიონალ კადრებს უჭირავს, რაც იწვევს შახტში, მოხშირებულ მარცხებს. ყველა, მექანიზმი და სატრანსპორტო საშვალება, რომელიც ემსახურება, მშრომელების გადაადგილებას და ნახშირის ტრანსპორტირებას, შახტიდან ზედაპირამდე , თითქმის 100% -ით გამოსულია მწყობრიდან, რაც საფრთხეს უქმნის მეშახტეთა სიცოცხლეს.

ნახშირ მომპოვებელი უბნები, კატასტროფულ მდგომარეობაშია, იქ ადგილზე მომუშავე პერსონალი, ძალიან დიდი რისკის ქვეშაა. არანაირი გადაიარაღება და ახლით ჩანაცვლება არ ხდება, რაც წარმოებას საბოლოოდ მიიყვანს დაკეტვის პირას და 100 ობით ადამიანის უმუშევრად დარჩენას. რისი თქმა მინდა მეგობრებო? ეს წარმოება უბრუნდება, 2018 წლის ნიშნულს, მარცხისა და სიკვდილიანობის მხრივ, როდესაც მოცემულ წლებში, ყოველ სამ თვეში, ათობით ადამიანი, მარცხდებოდა და იღუპებოდა. მაშინ, პირადად მე, ყველა მეშახტემ, ვისთვისაც ღირებილი იყო ადმიანის სიცოცხლე, გული შესტკიოდა წარმოების მომავალზე ხმა ამოვიღეთ და მიზანსაც მივაღწიეთ.

უპირველეს ყოვლისა, წლების განმავლობაში, აღარ ხდებოდა შახტში მარცხი, წარმოებაც შევინახეთ და გადავარჩინეთ. მეამაყება, მაშინდელ წლებში პროტასტის, რომელსაც პირადად მე,100 ობით მეშახტესთან ერთად ვხემძღვანელობდით და შედეგიც დავდეთ, ეს ყველა მეშახტეს კარგად ახსოვს. ამიტომ იყო, რომ წლების შემდგომ, არ მაპატიეს, მეშახტეების გვერჩიდგომა, ყველა მათ არასწორ გადაწყვეტილებაზე ხმის ხმამაღლა ამოღება და სისტემამ, მომიშორა თავიდან. მინდა მივმართო ყველა მეშახტეს! ხმა ამოიღეთ მეგობრებო, ყველა იმ რისკებზე, რაც თქვენ ჯამთელობას და სიცოცხლეს უქმნის საფრთხეს, თორემ შემდგომ, ჯვარი დაგწეროთ ღმერთმა გვიანი იქნება", - წერს  შახტის ყოფილი  თანამშრომელი. 

„ქუთაისიპოსტი“ შახტში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით საწარმოს ადმინისტრაციის პოზიციის გარკვევას შეეცდება.
საქართველოს პროკურატურამ რუსთავის N6 საპატიმრო დაწესებულებაში
მოთავსებული მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის მიმართ განხორციელებული
შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება
დაასრულა.
13:20 / 10.10.2026

საქართველოს პროკურატურამ რუსთავის N6 საპატიმრო დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის მიმართ განხორციელებული შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება დაასრულა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.