ახალი ამბები
სამხედრო სავალდებულო სამსახურში გამწვევ კომისიაში გამოუცხადებლობა, შესაძლოა, 2 000 ლარით დაჯარიმდეს
FaceBook
პირები, რომლებიც სამხედრო სავალდებულო სამსახურში გამწვევ კომისიაში არც მეორედ გამოცხადდებიან, 2 000 ლარით დაჯარიმდებიან.

ამის შესახებ პარლამენტში წარდგენილ მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობის გეგმაშია აღნიშნული.

დოკუმენტში წერია, რომ სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოხდა სავალდებულოა კანონით დადგენილი პირებისთვის. თუმცა, პრაქტიკული შემთხვევების გათვალისწინებით, ხშირად ხდება აღნიშნული ვალდებულების მოხდისთვის თავის არიდება როგორც სხეულის თვითდაზიანებით, ავადმყოფობის სიმულაციით ან სხვაგვარი მოტყუებით. გარდა ამისა, ხშირია სამხედრო ვალდებულების მოხდისთვის თავის არიდების მიზნით სამხედრო სავალდებულო სამსახურში გამწვევ კომისიაში შესაბამისი გაწვევის პერიოდში განმეორებით გამოუცხადებლობა.

ცვლილების თანახმად, დაწესდება პასუხისმგებლობა სამხედრო სავალდებულო სამსახურში გამწვევ კომისიაში, შესაბამისი გაწვევის პერიოდში განმეორებით გამოუცხადებლობის შემთხვევაში და ჯარიმა 2 000 ლარი იქნება.

გარდა ამისა, კანონპროექტით, რომლის საკანონმდებლო ორგანოში წარდგენასაც მთავრობა გეგმავს, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად განისაზღვრება სამხედრო სავალდებულო სამსახურისთვის თავის არიდების მცდელობა ავადმყოფობის მოჩვენებით, სხეულის თვითდაზიანებით ან სხვაგვარი მოტყუებით.

ზემოხსენებულ ქმედებებზე სამართალდარღვევის ოქმის შედგენის უფლება მუნიციპალიტეტის მერს/თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგებელს ან მის მიერ უფლებამოსილ პირს ექნება. ხოლო, აღნიშნულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებს რაიონული (საქალაქო) სასამართლო განიხილავს.

bpn.ge
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
USAID-ის სასამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ გამოცხადებული
რეგიონული კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ.
14:59 / 23.04.2024
USAID-ის სასამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ გამოცხადებული რეგიონული კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ.
ევროპის ისტორიული თერმული ქალაქების ასოციაციის გენერალურ ასამბლეას,
რომელიც საქართველოში პირველად იმართება, იმერეთი მასპინძლობს.
12:09 / 23.04.2024
ევროპის ისტორიული თერმული ქალაქების ასოციაციის გენერალურ ასამბლეას, რომელიც საქართველოში პირველად იმართება, იმერეთი მასპინძლობს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.