ახალი ამბები
ქუთაისში სკვერებს შეისწავლიან
FaceBook
ქუთაისში არსებულ სკვერებს შეისწავლიან. ამ მიზნით ადგილობრივ თვითმმართველობაში ქონების/სკვერების ინვენტარიზაციის კომისია შეიქმნა.
სკვერების შემსწავლელი კომისია 16 წევრისაგან შედგება, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი შეგნელია უხელმძღვანელებს. 

კომისიის მიზანია დროულად მოხდეს ძირითადი (განუსხვისებელი) უძრავი ქონების ინვენტარიზაციის ჩატარებისას აღმოჩენლი და გამოვლენილი ფაქტორების გათვალისწინებით დასკვნის შემუშავება და მერისთვის სკვერების შემდგომი განვითარებისთვის წინადადებების წარდგენა.

"ქუთაისში 500-მდე რეგისტრირებული სკვერია და კომისია ყველა მათგანის ფაქტობრივ მდგომარეობას შეისწავლის. ხოლო რაც შეეხება აღნაგობის უფლებით უკვე გაცემულ სკვერებს მათი აღწერა და ინვენტარიზაციაც მოხდება",  - განმარტავს ირაკლი შენგელია.

შენგელიას თქმით, გიორგი ჭიღვარიას მერობის დროს ქუთაისში არცერთი სკვერი აღნაგობის უფლებით არ გაცემულა.

"2017 წლიდან დღემდე არცერთი სკვერი აღნაგობის უფლებით არ გაცემულა. უფრო მეტიც ჩვენ ვიყავით იქ, სადაც ადგილობრივები სკვერის შენარჩუნებისთვის აქციებს მართავდნენ. ჭავჭავაძის 46-სა და ბუხაიძის ქუჩაზე განვითარებული მოვლენები არის ჩვენი სკვერების მიმართ დამოკიდებულების ნათელი მაგალითი. ყველა ვჯერდებთ, რომ მწვანე ზონას სჭირდება მოვლა და ადგილობრივები დროს არ უნდა კარგავდნენ სკვერების შენარჩუნებისთვის აქციების გამართვაში",  - ამბობს ირაკლი შენგელია.

კომისია 16 წევრით დაკომპლექტდა და მისი შემადგენლობა ქუთაისის მერის მიერ განისაზღვრა. კომისიის წევრები როგორც საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატები ასევე, მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებია. კომისია ყველა რეგისტრირებული სკვერის ფაქტობრივ მდგომარეობას შეისწავლის.

კომისიაში ირწმუნებიან,  რომ  2019 წლის დეკემბრამდე თვითმმართველობას  ქალაქში არსებულ  ყველა სკვერზე   სრული ინფორმაცია ექნება. 

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
წყალტუბოში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთი ადამიანი დაჭრეს.
16:38 / 25.04.2024
წყალტუბოში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთი ადამიანი დაჭრეს.
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა თერჯოლის მუნიციპალიტეტს თავის საკუთრებაში
არსებული, გარე განათების მეორადი სანათები გადასცა.
13:02 / 25.04.2024
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა თერჯოლის მუნიციპალიტეტს თავის საკუთრებაში არსებული, გარე განათების მეორადი სანათები გადასცა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.