ახალი ამბები
"ნაგავსაყრელი თუ აშენდება ხელისუფლება 500 ამომრჩევლის ხმას დაკარგავს" – ჭოგნარში მოსახლეობა შიმშილობას იწყებს
FaceBook
სოფელ ჭოგნარის მოსახლეობა ნაგავსაყრელის მშენებლობის წინააღმდეგ შიმშილობას იწყებს.
საპროტექტი აქციას 17 თებერვალს გეგმავენ.

,,თუ მთავრობამ გვითხრა, რომ აღარ გააკეთებს ნაგავსაყრელს, გაგვიჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ ეს 2020 წლის არჩევნებს უკავშირდება. თუ 2020 წლამდე ალეტერნატიული ნაგავსაყრელი არ აშენდება, დიდი შანსია არჩევნების შემდეგ ისევ ჩვენ სოფელში მოინდომონ აშენება. ჩვენ თავს არ მოვიტყუებთ. ნაგავსაყრელი 2020 წლამდე უნდა აშენდეს სხვაგან, სხვა შემთხვევაში ხელისუფლება 500 ათასი ამომრჩევლის ხმას დაკარგავს", – განაცხადა "მედიარუმში" სოფელ ჭოგნარის მკვიდრმა ზურაბ გორგოძემ.

სოფლის მაცხოვრებლების თქმით, თუკი უსაფრთხო იყო ნაგავსაყრელი მაშინ რატომ გააუქმეს ნიკეაზე.

"მივმართავთ, იმერეთის გუბერნატორს გავგვცეს პასუხი და რატომ უნდა ჩვენი გაწირვა. იქ ცხოვრობს 500–მდე ოჯახი და ყველას ემუქრება საფრთხე. გამზადებულია კარვები, სპეცრაზმით რომ გადაგვიარონ, არ დავნებდებით. ჯობია დავიღუპოთ, ვიდრე მომავალი თაობა დარჩეს დაზარალებული", – განმარტა
ელგუჯა ლანჩავამ.

მყარი ნარჩენების მართვის კომპანიაში აცხადებენ, რომ მოსახლეობის შიში უსაფუძვლოა და პროტესტის მიუხედავად, ახალი ნაგავსაყრელი მაინც აშენდება. ახალ ნაგვასაყრელზე დაგემილია პოლიგონის, ავტომობილის ხიდური სასწორის და სადეზინფექციო აპარატების მოწყობა. სადაც, ნარჩენების კომპაქტირება და დაპრესვა მოხდება. ის ნაგავსაყრელი იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის 700 000 მოქალაქეს მოემსახურება. პროექტის სრული საინვესტიციო ღირებულება 26 მლნ ევროს შეადგენს. პროექტს "მყარი ნარჩენების მართვის კომპანია", გერმანულ მხარესთან თანამშრომლობით, ახორციელებს. ახალი ნაგავსაყრელი 700 000 მოქალაქეს მოემსახურება.

რეგიონული ნაგავსაყრელის მშენებლობა თერჯოლის მუნიციპალიტეტ სოფელ ჭოგნარში მიმდინარე წლის გაზაფხულზე დაიწყება.

მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის წარმომადგენლის, გიორგი შუხოშვილის თქმით 36 ჰა მიწის ფართობზე, ახალი ნაგავსაყრელის მშენებლობის დასრულება 2020 წლის გაზაფხულისთვის იგეგმება. კომპანიაში ირწმუნებიან, რომ ნაგავსაყრელი ევროსტანდარტების შესაბამისი იქნება.

"გასული წლების 60-იანი წლებიდან ფუნქციონირებს სამტრედიის მუნიციპალიტეტსა და ნიკეას უბანში არსებული ნაგავსაყრელები, მათ ამოწურეს თავიანთი ლიმიტი და ესენი აუცილებლად უნდა დაიხუროს. სამაგიეროდ, ვაშენებთ რეგიონულ ნაგავსაყრელს, სადაც ყველა ევროსტანდარტი იქნება დაცული", - ამბობს გიორგი შუხოშვილი.


ავტორი: ლილე ბერაძე
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისელი ბარმენი ემელიანე ბაბუნაშვილი ევროპის ჩემპიონატზე
იასპარეზებს.
10:49 / 11.12.2024
ქუთაისელი ბარმენი ემელიანე ბაბუნაშვილი ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს.
სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი
საპროტესტო აქციებზე დაკავებული ადამიანების მიმართ არასათანადო
მოპყრობის ფაქტებზე საუბრობს.
16:15 / 10.12.2024
სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი საპროტესტო აქციებზე დაკავებული ადამიანების მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე საუბრობს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.