2018 წელს შინაგან საქმეთა სამინისტრომ არასრულწლოვანთა მიმართ სქესობრივი დანაშაულების ჩადენის ბრალდებით 116 პირი ამხილა.
უწყების ინფორმაციით, გასულ წელს გაუპატიურების ჩამდენი 4 პირი
იქნა გამოვლენილი, 2 პირი ამხილა შსს–მ სექსუალური
ხასიათის სხვაგვარი ქმედების ჩადენაში, 24 პირი კი
გარყვნილი ქმედების ჩადენაში.
2018 წელს 86–მა პირმა დაამყარა ნებაყოფლობით სექსუალურ კავშირი 16 წლის ასაკს მიუღწეველ პირთან.
არასრულწლოვანთა მიმართ სქესობრივი ხელშეუხებლობის პრევენციის მიზნით, უწყებამ საკანონმდელბლო ცვლილებების პაკეტი შეიმუშავა, რომელიც სქესობრივი დანაშაულის ჩამდენ პირთა მიმართ სასჯელის გამკაცრებას ითვალისწინებს. ცვლილებათა მიხედვით, სასჯელაღსრულების დაწესებულების დატოვების შემდგომ, დანაშაულის ჩამდენ პირებს აეკრძალებათ სასწავლო, სააღმზრდელო დაწესებულებებში მუშაობა, ასეთ დაწესებულებებში ყოფნა და ა.შ.
აშშ-ის კოლუმბიის ოლქის ფედერალურმა სასამართლომ ENKA-ს სასარგებლოდ მიღებული საარბიტრაჟო გადაწყვეტილების აღსრულება დაუშვა.
იმერეთის ორ მუნიციპალიტეტში — წყალტუბოსა და ბაღდათში — ახალი სასწავლო წელი რამდენიმე საჯარო სკოლამ პირველკლასელების გარეშე დაიწყო.




მასალის გამოყენების პირობები