ახალი ამბები
ქუთაისის აეროპორტს ექვსი ავიარეისი ემატება
FaceBook
ბარი, ბრიუსელი, კოპენჰაგენი, ბაზელი, ეინდჰოვენი, ტალინი – ეს ის ევროპული ქალაქებია, რომელთა მიმართულებითაც ქუთაისის აეროპორტიდან ფრენები დაიწყება.

ფრენებს ავიაკომპანია Wizz Air 2019 წლის აგვისტოდან განახორციელებს. .

ახალი მიმართულებების დამატების თაობაზე ინფორმაცია საქართველოს პრემიერ მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გაავრცელა.

"ეკონომიკის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ქუთაისის აეროპორტიდან 1 აგვისტოდან 6 ახალი ევროპული მიმართულება დაემატება. ამ შეთანხმების შედეგად, დამატებით მივიღებთ ეკონომიკაში 100 მლნ დოლარის ინვესტიციას და რამდენიმე ათეულ სამუშაო ადგილს"-აღნიშნა პრემიერმა. 

შეგახსენებთ, ავიაკომპანია ,,ვიზაირი"  Wizz Air საქართველოში 2012 წელს შემოვიდა და ოპერირება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ამავე წლის სექტემბრიდან დაიწყო.

ამჟამად, Wizz Air ქუთაისიდან პირდაპირ, რეგულარულ ავიარეისებს ასრულებს 13 ქვეყნის 21 მიმართულებით.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
შახტებსა და მაღაროებში დასაქმებულებს, რომლებიც სამსახურიდან,
რეორგანიზაციის გამო, 2025 წლის 1-ლი იანვრიდან გათავისუფლდნენ,
თუმცა, 2025 წლის 31 დეკემბრამდე, კვლავ დასაქმდნენ მიწისქვეშა სამთო
სამუშაოებზე, უწყვეტი სამუშაო სტაჟი უნარჩუნდებათ.
13:31 / 18.12.2025
შახტებსა და მაღაროებში დასაქმებულებს, რომლებიც სამსახურიდან, რეორგანიზაციის გამო, 2025 წლის 1-ლი იანვრიდან გათავისუფლდნენ, თუმცა, 2025 წლის 31 დეკემბრამდე, კვლავ დასაქმდნენ მიწისქვეშა სამთო სამუშაოებზე, უწყვეტი სამუშაო სტაჟი უნარჩუნდებათ.
ირაკლი კობახიძე ქუთაისში იმყოფებოდა, სადაც მთავრობის და
პარლამენტის წევრებთან, იმერეთის გუბერნატორთან და ადგილობრივი
ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ქალაქში მიმდინარე
ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა.
10:17 / 18.12.2025

ირაკლი კობახიძე ქუთაისში იმყოფებოდა, სადაც მთავრობის და პარლამენტის წევრებთან, იმერეთის გუბერნატორთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ქალაქში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.