ახალი ამბები
ქუთაისის მერის მრჩეველთა საბჭო, შესაძლოა, ხუთმა წევრმა დატოვოს
FaceBook
ქუთაისის მერის მრჩეველთა საბჭოდან, შესაძლოა, ხუთი წევრი გაიწვიონ.
საუბარია იმ წევრებზე, რომლებიც სხდომების უმრავლესობას არ ესწრება. ესენია: ალექსანდრე ჩინჩალაძე; შოთა გვენეტაძე; დიმიტრი კვანტალიანი; ქართლოს კუტივაძე და ამბერკი დვალიშვილი.

საბჭოს წევრებმა საკითხზე დღეს იმსჯელეს და მიიღეს გადაწყვეტლება შესაბამისი  რეკომენდაციის მომზადების შესახებ, რომელიც  ქალაქის მერს გადაეგზავნება. საბოლოო გადწყვეტილება საბჭოდან წევრების გაწვევის შესახებ, გიორგი ჭიღვარიამ   უნდა მიიღოს.

საბჭოს დატოვების შესახებ განცხადება უკვე გააკეთა ბიზნესმენმა ამბერკი დვალიშვილმა, თუმცა, ოფიციალურად ის ჯერ კიდევ საბჭოს წევრად რჩება. უკვე ცნობილია, რომ საბჭოს შემადგენლობაში შევა მწერალი ლია გვენეტაძე.

მერის მრჩეველთა საბჭოს რიგით მეცხრე სხდომაზე,  წევრების გაწვევასთან ერთად იმსჯელეს თეთრ ხიდზე სტიკერების წარწერით "სახიფათოა " გაკვრის გამო,  არასამთავრობო ორგანიზაცია "ევროპა ჩვენი სახლიას " წევრის, გია გოქაძის დაჯარიმებაზე. ასევე, ქალაქის მერის მიერ პრესკონფერენციების გამართვის საჭიროებაზე, რაზეც, საბჭოს წევრებს ერთიანი პოზიცია არ აღმოაჩნდათ და   საკითხის განხილვა გადაიდო.

სხდომას ქუთაისის მერი არ დასწრებია.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
პროკურატურამ, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების, ოჯახის წევრის
მიმართ განხორციელებული ძალადობის და მუქარის, ასევე საბრძოლო მასალის
მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვის ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება
წარუდგინა.
17:03 / 21.08.2025
პროკურატურამ, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების, ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული ძალადობის და მუქარის, ასევე საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვის ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
„სამართლიანი არჩევნები” მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებს
სტანდარტული სადამკვირვებლო მისიითა და მეთოდოლოგიით არ დააკვირდება,
თუმცა, ორგანიზაცია აგრძელებს მიმდინარე პოლიტიკური და საარჩევნო
პროცესების მონიტორინგს და შეფასებას
14:36 / 21.08.2025
„სამართლიანი არჩევნები” მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებს სტანდარტული სადამკვირვებლო მისიითა და მეთოდოლოგიით არ დააკვირდება, თუმცა, ორგანიზაცია აგრძელებს მიმდინარე პოლიტიკური და საარჩევნო პროცესების მონიტორინგს და შეფასებას".

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.