ახალი ამბები
"გადაიხედოს თეთრ ხიდზე სტიკერების გაკვრის გამო გამოწერილი ჯარიმა"- მრჩეველთა საბჭო
FaceBook
ქუთაისის მერის მრჩეველთა საბჭო გიორგი ჭიღვარიას რეკომედაციით მიმართავს.
საბჭო მერს მოუწოდებს გადახედოს ზედამხედველობის სამსახურის მიერ არასამთავრობო ორგანიზაცია "ევროპა ჩვენი სახლიას" წევრის,  გია გოქაძის სახელზე გამოწერილ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმს, რომელიც ზვიად ჯავახიას სამსახურმა მას შემდეგ შეადგინა, რაც გია გოქაძემ თეთრ ხიდზე წარწერა "სახიფათოა " გააკრა.

გოქაძე ამ ფორმით მოსახლეობას აფრთხილებდა, რომ 29 დეკემბერს ხიდზე მინის დაზიანების გამო, მასზე გადაადგილება სახიფათო იყო.

საბჭო მიიჩნევს, რომ მერია ასეთ ხისტ გადაწყვეტილებებს არ უნდა იღებდეს. საბჭო ქალაქის ხელისუფლებას  მიმართავს, დაჯარიმების ოქმს საქმეზე სასამართლო პროცესის გამართვამდე გადახედოს.

გია გოქაძე მერიის ზედამხედველობის სამსახურმა 500 ლარით დააჯარიმა. საბოლოო გადაწყვეტილება სასამართლომ უნდა მიიღოს, თუმცა, სხდომა ჯერ არ ჩანიშნულა.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
მეშვიდე კლასიდან მოსწავლეები ქიმიის საგანსაც შეისწავლიან — ასეთი
ცვლილება იგეგმება 2026–2027 სასწავლო წლის საგნობრივ გეგმაში.
15:45 / 06.07.2026

მეშვიდე კლასიდან მოსწავლეები ქიმიის საგანსაც შეისწავლიან — ასეთი ცვლილება იგეგმება 2026–2027 სასწავლო წლის საგნობრივ გეგმაში.

ქუთაისში, ირაკლი აბაშიძის ქუჩაზე მდებარე ყოფილი სამხატვრო სკოლის
ამორტიზებულ შენობაში ამ დრომდე 10 უსახლკარო ოჯახი ცხოვრობს.
09:20 / 05.07.2026
ქუთაისში, ირაკლი აბაშიძის ქუჩაზე მდებარე ყოფილი სამხატვრო სკოლის ამორტიზებულ შენობაში ამ დრომდე 10 უსახლკარო ოჯახი ცხოვრობს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.