ახალი ამბები
"სიახლეები როცა იქნება შეგატყობინებთ" – ქუთაისის მერი მისი მოადგილეების მიერ თანამდებობების შესაძლო დატოვებაზე
FaceBook

ქუთაისის მერმა, გიორგი ჭიღვარიამ  მისი მოადგილეების თანამდებობიდან შესაძლო წასვლაზე,  განმატება  გააკეთა.


"რეორგანიზაცია მიმდინარეობს. სიახლეები როცა იქნება საზოგადოებას აუცილებლად შევატყობინებთ", - განაცხადა გიორგი ჭიღვარიამ.

არსებული ინფორმაციით, ქუთაისის მერის მოადგილეებმა, იუზა უგულავამ და გიორგი იობაშვილმა, შესაძლოა,  თანამდებობები დატოვონ. 

იუზა უგულავა საკრებულოს დღვანდელ სხდომაზე იმყოფებოდა, თუმცა, მას ჟურნალისტების შეკითხვებზე პასუხი არ გაუცია. სხდომას არ ესწრებოდა ვიცე–მერი,  გიორგი იობაშვილი.

მერის მოადგილეებთან ერთად, საუბარია, რომ პოსტს დატოვებს  იმერეთის გუბერნატორის, შავლეგო ტაბატაძის მოადგილე, გრიგოლ დალაქიშვილი. 

ქუთაისიპოსტის ინფორმაციით, საკადრო ცვლილებები შიდა დაპირისპირებას უკავშირდება. 

ქუთაისის მერიაში რეორგანიზაცია გასული წლის დეკემბერში დაიწყო, რომელიც თებერვალში უნდა დასრულდეს.

 

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ტყიბულის შახტში რამდენიმე დღის წინ მომხდარი
შემთხვევის შედეგად ერთი მეშახტე დაშავდა.
14:19 / 10.10.2026
ტყიბულის შახტში რამდენიმე დღის წინ მომხდარი შემთხვევის შედეგად ერთი მეშახტე დაშავდა.
საქართველოს პროკურატურამ რუსთავის N6 საპატიმრო დაწესებულებაში
მოთავსებული მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის მიმართ განხორციელებული
შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება
დაასრულა.
13:20 / 10.10.2026

საქართველოს პროკურატურამ რუსთავის N6 საპატიმრო დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის მიმართ განხორციელებული შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება დაასრულა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.