ახალი ამბები
1-დან 19 წლამდე პირებისთვის წითელას სააწინააღმდეგო ვირუსის გაკეთება სავალდებულო ხდება
FaceBook
ბაღებში, სკოლებსა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში წითელას საწინააღმდეგო ვაქცინის ჩატარება სავალდებულო ხდება.
როგორც ჟურნალისტებს ჯანდაცვის სამინისტროს ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამების სამმართველოს უფროსმა ეკატერინე ადამიამ განუცხადა, ასევე, წითელას საწინააღმდეგო ვაქცინის ჩატარება სავალდებულო ხდება 1-დან 19 წლამდე პირებისთვისაც, რომელთაც გეგმური ვაქცინა არასრულად აქვთ გაკეთებული ან საერთოდ არ ჩაუტარებიათ.

მისივე თქმით, იმ შემთხვევაში, თუ საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ აცრის სტატუსის მოთხოვნის შემთხვევაში აღმოჩნდება, რომ კონკრეტულ პირებს წითელას ვაქცინა ჩატარებული არ აქვთ, შესაძლოა, მათთვის მოსწავლის ან სტუდენტის სტატუსის შეჩერების საკითხი დადგეს. აღნიშნული საკითხი განათლებისა და ჯანდაცვის უწყებების მიერ ხვალ დაგეგმილ შეხვედრაზე უნდა გადაწყდეს.

"21 იანვრის მონაცემებით, საქართველოში დაფიქსირებულია წითელათი დაავადების 430 შემთხვევა. განსაკუთრებით მაღალია ეს მაჩვენებელი 20-40 წლის ასაკობრივ ჯგუფში. წითელა არის ძალიან ადვილად გადამდები დაავადება, შესაბამისად, ის სწრაფი გავრცელებით ხასიათდება. მისი მასობრივად გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, საქართველოს მთავრობამ გამოსცა წითელას პრევენციული ღონისძიებების შესახებ განკარგულება.

ამ განკარგულების მიხედვით, საქართველოს მთავრობის სხვადასხვა სტრუქტურას აქვს სხვადასხვა ვალდებულება და პასუხისმგებლობა, რომ არაიმუნურ პირებში ვაქცინაცია მასობრივად ჩატარდეს. ეს განსაკუთრებით ეხება 1-დან 19 წლამდე ასაკის არასრულად ვაქცინირებულ პირებს. 19 წლის ზემოთ 40 წლამდე მოსახლეობა, რომელიც არამყარი იმუნიტეტით გამოირჩევა, ვალდებული იქნება ჩაიტაროს ვაქცინაცია. ეს განკარგულება მკაცრ ღონისძიებებს ითვალისწინებს.

იმ შემთხვევაში, თუ აცრის შესახებ დოკუმენტაცია სრულად არ იქნება წარმოდგენილი საგანმანათლებლო დაწესებულებში, სავალდებულოა, გარკვეული სანქციების შემოღებაც. აღნიშნულთან დაკავშირებით, განათლების სამინისტროსთან ერთად დაგეგმილია დამატებითი შეხვედრა, რომელზეც განსახორციელებელ ნაწილებს დეტალურად გავწერთ. მთავრობის განკარგულება ეხება განათლების ყველა საფეხურზე მყოფ პირებს. თუ არასრულად ვაქცინირებული პირი ერთ დამატებით ვაქცინას არ ჩაიტარებს, განათლების სამინისტროსა და მასზე დაქვემდებარებულ სტრუქტურებს აქვთ შესაძლებლობა, რომ სტატუსის შეჩერების საკითხი განიხილონ",- აღნიშნა მან.

რაც შეეხება შემოწმების მექანიზმს, ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის განმარტებით, ნებისმიერმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ უნდა მოითხოვოს კონკრეტული პირის აცრის სტატუსის შესახებ ინფორმაცია.

ეკატერინე ადამიას განცხადებით, წითელას საწინააღმდეგო ვაქცინაციის ჩატარება გარკვეულ საჯარო სამსახურებშიც რეკომენდებულია, თუმცა არა სავალდებულო.

"განკარგულების მიხედვით, ყველა საჯარო მოხელეზე საუბარი არ არის, თუმცა შეიარაღებულ ძალებსა და 19 წლის ზემოთ ასაკის ნებისმიერ პირზეა საუბარი. აღნიშნულ პირებში აცრის ჩატარება რეკომენდებულია და არა სავალდებულო",- აღნიშნა მან.

საქართველო კვლავ წითელას ეპიდემიის წინაშე დგას, სტატისტიკა მზარდია. ამ დროისთვის 580 შემთხვევაა რეგისტრირებულია, მათი უმრავლესობა დაფიქსირებულია თბილისსაა და სამეგრელოში, ასევე იმერეთსა და კახეთში. ბოლო სამ დღეში ვაქცინაცია 12 000 მოქალაქემ ჩაიტარა.

www.interpressnews
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
წყალტუბოში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთი ადამიანი დაჭრეს.
16:38 / 25.04.2024
წყალტუბოში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთი ადამიანი დაჭრეს.
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა თერჯოლის მუნიციპალიტეტს თავის საკუთრებაში
არსებული, გარე განათების მეორადი სანათები გადასცა.
13:02 / 25.04.2024
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა თერჯოლის მუნიციპალიტეტს თავის საკუთრებაში არსებული, გარე განათების მეორადი სანათები გადასცა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.