ახალი ამბები
ზესტაფონის მერი, მერობის ყოფილ კანდიდატს უჩივის
FaceBook
ზესტაფონის მერმა, კახაბერ მახათაძემ ზესტაფონის ყოფილი მერობის კანდიდატის, გიორგი გოგლიჩიძის წინააღმდეგ პროკურატურაში სარჩელი შეიტანა.

მერიის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ეკა დუგლაძის თქმით, კახაბერ მახათაძე იძულებული გახდა სარჩელი შეეტანა, რადგან გიორგი გოგლიჩიძე მერის მიმართ ცილისმწამებლურ კამპანიას დიდი ხანია ახორციელებს.

"ეს დაიწყო კახაბერ მახათაძის მოსვლის შემდეგ, რაც გოგლიჩიძე ვერ გახდა ქალაქის მერი. ამის სურვილი არც კახაბერ მახათაძეს ჰქონდა, მაგრამ ისეთი სახე მიიღო ამ ყველაფერმა, იძულებული გავხდით ბრალდებებს სამართლებრივად გავცეთ პასუხი", - ამბობს ეკა დუგლაძე.

მერიაში განმარტავენ, რომ მუნიციპალიტეტის მერი გამოკითხვაზე უკვე დაბარებულიც იყო.

ზესტაფონში მერობის ყოფილი კანდიდატი გიორგი გოგლიჩიძე მის წინააღმდეგ შეტანილ სარჩელზე მხოლოდ იმას განმარტავს, რომ კახაბარ მახათაძეს დოკუმენტი არა პროკურატურაში, არამედ სასამართლოში უნდა შეეტანა.

"მახათაძეს და მის გარემოცვას რჩევის სახით მივცემდი პროკურატურა ვერ გამოიძიებს ცილისწამების ფაქტს. ეს კანონი 2014 წელს გაუქმდა. ამიტომ, ვურჩევდი სასამართლოსთვის მიემართათ", - ამბობს გიორგი გოგლიჩიძე.

საქართველოს პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში ჩვენთან საუბარში განმარტავენ, რომ კახაბერ მახათაძის სარჩელი შინაგან საქმეთა სამინისტროს უკვე გადაეგზავნა.

ზესტაფონში მერის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქციები 2018 წლის 18 სექტემბერს დაიწყო, რასაც ზესტაფონის მერობის ყოფილი კანდიდატი გიორგი გოგლიჩიძე ხელმძღვანელობდა. თავდაპირველად აქციის მონაწილეებმა მჯდომარე აქცია გამართეს, მოგვიანებით კი მერიის შენობაში შევიდნენ და მერის მისაღები დაიკავეს. მოშიმშილეები ზესტაფონის მერს კორუფციაში ადანაშაულებდნენ და აცხადებდნენ, რომ მახათაძე დაუყოვნებლივ უნდა გადადგეს.

მოგვიანებით, გიორგი გოგლიჩიძემ ფარული აუდიოჩანაწერი გაავრცელა, სადაც მისი თქმით, მოქმედი მერისა და ყოფილი თანამშროლების საუბარი ისმის. აუდიო ფაილში, სადაც, სავარაუდოდ, კახა მახათაძე იმ ადამიანებს ესაუბრება, რომლებიც მისი პოსტზე არჩევის შემდეგ ზესტაფონის მერიიდან გაათავისუფლა, პროკურატურაში უკვე წარდგენილია.


ამავე თემაზე:

ზესტაფონში, მერის გადადგომის მოთხოვნით გამართული აქცია დროებით შეწყდა

ზესტაფონში აქციის მონაწილეები პროკურატურის შენობაში შეიჭრნენ (ვიდეო)

"მერი უნდა ვაიძულოთ, რომ დატოვოს თანამდებობა" - საპროტესტო აქცია ზესტაფონში (ვიდეო)

დღეს, ზესტაფონში მერის გადადგომის მოთხოვნით აქციას გამართავენ

ზესტაფონის მერობის ყოფილი კანდიდატი მოქმედი მერის გადადგომას ითხოვს


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
წყალტუბოში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთი ადამიანი დაჭრეს.
16:38 / 25.04.2024
წყალტუბოში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთი ადამიანი დაჭრეს.
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა თერჯოლის მუნიციპალიტეტს თავის საკუთრებაში
არსებული, გარე განათების მეორადი სანათები გადასცა.
13:02 / 25.04.2024
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა თერჯოლის მუნიციპალიტეტს თავის საკუთრებაში არსებული, გარე განათების მეორადი სანათები გადასცა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.