ახალი ამბები
ეკლესიის მშენებლობას შეწირული ხეები ქუთაისში
FaceBook
"როგორც ვიცით, ეკლესიას აშენებენ. აქვე ცხოვრობს მამაო და ეტყობა მას უშენებენ. სამუშაოები სამი- ოთხი თვის წინ დაიწყო".


ქუთაისში, მუხრანის დასახლებაში ეკლესიის მშენებლობა დაწყებულია. ტაძრის მშენებლობის გამო, მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე ძირი ხე არის მოჭრილი.
"როგორც ვიცით, ეკლესიას აშენებენ. აქვე ცხოვრობს მამაო და ეტყობა მას უშენებენ. სამუშაოები სამი- ოთხი თვის წინ დაიწყო", - განმარტავენ ადგილობრივი მცხოვრებლები.
ქუთაისის მერიამ, მუხრანის დასახლებაში ეკლესიის მშენებლობისთვის მიწის ნაკვეთი საპატარიარქოს საკუთრებაში გასულ წელს გადასცა. აღნიშნულ ადგილას ივერიის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია მშენებლობაა დაგეგმილი.
ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა მეუფე კალისტრატემ მიწის ნაკვეთი 2014 წლის ნოემბერში აკურთხა. სადაც, აღნიშნა რომ მუხრანის დასახლების მიმდებარე ტერიტორიაზე სადაც ეკლესია უნდა აშენდეს სოციალურად დაუცველებისთვის თონესაც მოაწყობდა. თუმცა, ადგილობრივები განმარტავენ, რომ თონე სავარაუდოდ ეკლესიის მშენებლობაზე დასაქმებული მუშებისთვის სჭირდებათ.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
2024 წლის აღწერის მონაცემებით, ქუთაისში ქალების წილი მოსახლეობაში
54%-ს შეადგენს, რაც ქვეყნის მასშტაბით ერთ-ერთი მაღალი მაჩვენებელია.
12:49 / 22.04.2026
2024 წლის აღწერის მონაცემებით, ქუთაისში ქალების წილი მოსახლეობაში 54%-ს შეადგენს, რაც ქვეყნის მასშტაბით ერთ-ერთი მაღალი მაჩვენებელია.
სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა
დახმარების სააგენტოს მონაცემებით, 2025 წელს საქართველოში 32 ბავშვი
გაშვილდა, ხოლო მშვილებელი პირების რაოდენობამ 1575 შეადგინა.
12:31 / 22.04.2026
სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს მონაცემებით, 2025 წელს საქართველოში 32 ბავშვი გაშვილდა, ხოლო მშვილებელი პირების რაოდენობამ 1575 შეადგინა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.