ახალი ამბები
"მიზანმიმართულად ცდილობენ ჩემი, როგორც ქალაქის მერის, ავტორიტეტის შელახვას" - ქუთაისის მერი
FaceBook
ქუთაისის მერი, გიორგი ჭიღვარია განცხადებას ავრცელებს იმასთან დაკავშირებით, რომ მან  თითქოსდა გარდაცვლილი საოპერო მომღერალი შეხვედრაზე დაიბარა.
განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"ზურაბ ანჯაფარიძის მეუღლეს ერთი წლის უკან შეხვდი. ქალბატონი მარინა მაჭავარიანი დაინტერესებულია, რომ ქუთაისში ანჯაფარიძის სახელობის მუზეუმი არსებობდეს. შესაბამისად, მან გვთხოვა, გამოგვესყიდა ის სახლი, რომელიც ადრე ანჯაფარიძეების ოჯახის საკუთრებას წარმოადგენდა.

იმის გამო, რომ ქალაქის ბიუჯეტს დღესდღეობით სოციალური და ინფრასტრუქტურული კუთხით მრავალი გამოწვევა აქვს ,შესაბამისად, ამ ეტაპზე მყისიერად ვერ მოხდება ყველა სასიკეთო სურვილის განხორციელება. რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომელიც აბსოლუტური სიცრუეა, მხოლოდ ერთ მიზანს ემსახურება - გარკვეული წრეები მიზანმიმართულად ცდილობენ ჩემი, როგორც ქალაქის მერის, ავტორიტეტის შელახვას", - ნათქვამია გიორგი ჭიღვარიას  ოფიციალურ ფესბუქზე გაკეთებულ განცხადებაში.

საინფორმაციო სააგენტოებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია ცნობილი საოპერო მომღერალ, ზურაბ ანჯაფარიძის მეუღლეს, მარინა მაჭავარიანს შეხვდა, სადაც გარდცვლილი ხელოვანი მოიკითხა და შეხვედარზეც დაიბარა.

ქუთაისიპოსტი შეეცადა შეხვედრის დეტალების შესახებ თავად მარინა მაჭავარიანისგან გაეგო. თუმცა, ის სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.



Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
„ზუსტად ვიცი, რომ სამუშაოები ორ თვეში ვერ
დასრულდება. რაც გაკეთებულია, ისიც ხარვეზებით არის“, — ამბობს
თერჯოლის №1 საჯარო სკოლის ერთ-ერთი მშობელი.
16:49 / 10.09.2026

„ზუსტად ვიცი, რომ სამუშაოები ორ თვეში ვერ დასრულდება. რაც გაკეთებულია, ისიც ხარვეზებით არის“, — ამბობს თერჯოლის №1 საჯარო სკოლის ერთ-ერთი მშობელი.

თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ თერჯოლის პირველი
საჯარო სკოლის  გაჭიანურებული რეაბილიტაციისა და
მოსწავლეებისთვის სწავლის გაგრძელების საკითხი მათი კომპეტენცია არ
არის.
14:16 / 07.09.2026
თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ თერჯოლის პირველი საჯარო სკოლის  გაჭიანურებული რეაბილიტაციისა და მოსწავლეებისთვის სწავლის გაგრძელების საკითხი მათი კომპეტენცია არ არის.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.