ახალი ამბები
სამედიცინო დაწესებულება, მიცვალებულების არევის ფაქტთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს
FaceBook
თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების დასავლეთის რეგიონალური ცენტრი, მიცვალებულების არევის ფაქტთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს. განცხადების ტექსტს სრულად გთავაზობთ.

„სამწუხაროდ თემა, რომელსაც გვინდა შევეხოთ, სხვადასხვა საშუალებებიით გახდა არაჯანსაღი განხილვის თემა, რაც მინიმუმ არ არის სწორი, ვინაიდან ასეთი დამოკიდებულებით, პირველ რიგში შეურაცყოფთ გარდაცვლილს და მათი ოჯახის წევრებს. მეტი განმარტება ამ თემაზე კლინიკის ადმინისტრაციის მხრიდან არ გაკეთდება. საკითხი ეხება გარდაცვლილი პაციენტების ერთმანეთში არევის ფაქტს და ამ კუთხით სამედიცინო დაწესებულების როლს.

პირველ რიგში ვუსამძიმრებთ გარდაცვლილის ოჯახის წევრებს. სამწუხაროდ პაციენტების ჯანმრთელობის სიმძიმისა და სიცოცხლესთან შეუთავსებელი მდგომარეობის გამო ვერ მოხერხდა მათი გადარჩენა. ფაქტს იმის შესახებ, რომ კლინიკას მიცვალებულები ერთმანეთში აერია არ ვადასტურებთ. კლინიკა არ არის გარდაცვლილი პაციენტების ტრანსპორტირების განმხორციელებელი იურიდიული პირი. გარდაცვლილი პაციენტების ტრანსპოტრიტების ორგანიზებას საკუთარი ხარჯებითა და ძალებით, მათ შორის გადაადგილების განმხორციელებელი სატრანსპორტო საშუალების დაქირავებას და ამავე სატრანსპორტო საშუალებაზე გარდაცვლილის პანაშვიდებისათვის განკუთვნილი ადგილის, კონკრეტული მისამართის მიცემა – მითითებას ახორციელებენ გარდაცვლილი პაციენტის პირველი, მეორე რიგის ან/და სხვა რანგის ნათესავები.

სამედიცინო დაწესებულება, ასეთი ფაქტის დადგომის შემთხვევაში უზრუნველყოფს გარდაცვლილის იდენტიფიცირებისათვის დადგენილი სავალდებულო ნორმატივების უზრუნველყოფას, ხოლო ნათესავთა წრე, სამედიცინო დაწესებულების შესაბამის გვამის განთავსების ოთახში, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ახდენს გარდაცვლილის იდენტიფიცირებას. კლინიკის თანამშრომლისა და სანათესაო წრის მხრიდან გარდაცვლილის ერთობრივი იდენტიფიცირების პროცედურების დასრულების შემდგომ, კლინიკისა და გარდაცვლილის ოჯახის წარმომადგენლის მონაწილეობით, გვამის განთავსების ოთახში, მორიგ პროცედურად ხორციელდება, გარდაცვლილი პაციენტის შესაბამის განსასვენებელ საშუალებაში მოთავსება, სათანადო დოკუმენტაციაზე ხელმოწერა და მიცვალებულის პატრონზე გადაბარება.

ამის შემდგომ, კლინიკის შესაბამისი თანამშრომლის ზედამხედველობით, ნათესავების მიერ ხორციელდება, მიცვალებულის გვამის ოთახიდან, საკუთარი ორგანიზებით დაქირავებულ ტრანსპორტში მიცვალებულის ჩასვენება. ნათესავებს ბარდებათ მათთან ერთად იდენტიფიცირებული გარდაცვლილი. ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც, ნათესავებს ჩაბარდათ მათ მიერვე იდენტიფიცირებული გარდაცვლილი.

აქ მთავრდება სამედიცინო დაწესებულების უფლება – მოვალეობები. გარდაცვლილის სამედიცინო დაწესებულების ტერიტორიიდან შემდგომი ტრანსპორტირების განხორციელება, პანაშვიდებისათვის განკუთვნილი მისამართის სატრანსპორტო საშუალების მძღოლზე მითითება და სხვა ორგანიზაციული საკითხები, ნათესავთა წრის კომპეტენციაა. სამედიცინო დაწესებულების მიერ მოპოვებული და არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილების პანაშვიდები ხორციელდებოდა 5 – 7 დღის განმავლობაში. მათ შორის ერთი გარდაცვლილი იქნა დაკრძალული, ხოლო მეორე გარდაცვლილის იდენტიფიცირება მოხდა მიცვალებულის დაკრძალვის დღეს. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, არსებობს სხვა დაზუსტებული გარემოებები, რომელიც არის პერსონალური ხასიათის და შეიცავს კონფიდენციალურ ინფორმაციას, რის გამჟღავნებასაც კლინიკა, გარდაცვლილი ოჯახის წევრების ინტერესებიდან გამომდინარე არ გეგმავს.“

ამავე თემაზე:

ქუთაისში, მიცვალებულების არევის გამო, ოჯახმა საავადმყოფოს შესაძლოა სასამართლოში უჩივლოს

ქუთაისში, ჭირისუფალმა თავისი მიცვალებული ვერ იცნო
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
სამოქალაქო აქტივისტებმა, რომლებიც უკვე მეშვიდე დღეა,
22:15 / 04.12.2024
სამოქალაქო აქტივისტებმა, რომლებიც უკვე მეშვიდე დღეა, "ქართული ოცნების" მიერ საგარეო კურსის ცვლილებას აპროტესტებენ, აქცია-პერფორმანსი მოაწყვეს.
15:16 / 04.12.2024
"ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, კომპანია "ენკას" მიერ საარბიტრაჟო დავის მოგების შემდეგ აცხადებს, რომ რიონის ხეობაში ნამახვანჰესის მშენებლობა უცხოეთიდან დაფინანსებულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა ჩაშალეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.