ახალი ამბები
ქუთაისში, მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აანთეს
FaceBook
ქუთაისში, ქალაქის მთავარი ნაძვის ხე საზეიმო ვითარებაში  აანთეს.
ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღო გორის ქალთა კამერულმ გუნდმა.

წელს ქალაქი ახალ წელს ისევ ძველი ნაძვის ხით შეხვდება, თუმცა, ქუთაისის მერიაში ამბობენ, რომ  მთავარი საახალწლო ატრიბუტი  ახალი დეკორაციებით გააწყვეს.

ქალაქის ქუჩებში საახალწლო დეკორაციების მონტაჟი უკვე დასრულებულია.  ცენტრალურ ქუჩებში მერიამ შარშან შეძენილი განათებები და აქსესუარები დაამონტაჟა.

ნაძვის ხე დაიდგა ქალაქში არსებულ ყველა უსაფრთხოების კუნძულზე.

წელს საახალწლო სამზადისისთვის მერია 100 000 ლარს ხარჯავს.

ქუთაისში საახალწლო მორთულობა ადგილობრივთა და ოპოზიციის კრიტიკის მიზეზი გახდა, თუმცა, ქუთაისის მერიამ განაცხადა, რომ მათ უარი თქვეს ახალი განათების შეძენაზე და საახალწლო ღონისძიბებისთვის გამოყოფილი თანხის ნაწილი, 30 000 ლარი ერთ–ერთ დღის ცენტრს, აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციისთვის გადაურიცხეს.

როგორია საახალწლოდ მორთული ქუთაისი, ვიდეო ნახეთ აქ.

ქუთაისის ნაძვის ხეების ისტორია (ფოტო)
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში არსებულ მუხნარის
ტყე-პარკში ,,ახალგაზრდული მუსიკის ფესტივალი
12:11 / 20.08.2025
ქუთაისში არსებულ მუხნარის ტყე-პარკში ,,ახალგაზრდული მუსიკის ფესტივალი"-ს ორგანიზებისთვის ქუთაისის მერია ტენდერს ( NAT250015047) აცხადებს.


შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 58`000 ლარია.

ფესტივალი გაიმართება 13-14 სექტემბერს.

ტექნიკური დოკუმენტაციის თანახმად ფესტივალზე წარმოდგენილი უნდა იყოს შემდეგი მუსიკალური ჟანრები:

Ibiza House Classics
Trance Anthems 
Dance & Disco Classics
დამატებით დასაშვებია: Deep House და Chillout Grooves



ტექნიკური დოკუმენტაციის მიხედვით კონცერტების ხანგრძლივობა თითოეულ დღეს არანაკლებ 180 წუთი.
რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის
სოფელ ქვეშის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს საქართველოს ერთი
მოქალაქე.
15:44 / 19.08.2025
რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვეშის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს საქართველოს ერთი მოქალაქე.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.