ახალი ამბები
ქუთაისში, საქველმოქმედო საახალწლო ბაზრობა მოეწყობა
FaceBook
საქველმოქმედო–საახალწლო ბაზრობა ქუთაისში  29 დეკემბერს 13:00 საათზე  გაიმართება.

ორგანიზატორების თქმით,  მონპლეზირის თაღთან მოეწყობა. საქველმოქმედო ბაზრობაზე ტკბილეული, ხელნაკეთი ნივთები და ნახატები გაიყიდება. 

ღონისძიების ორგანიზატორები  ფსიქოლოგიური მომსახურეობის ცენტრი ,,ღია სახლი" და ლიტერატურულ კლუბი  ,,წიგნების თაობა" წარმომადგენლები არიან. 

მათი ინფორმაციით, საქველმოქმედო ბაზრობაში მონაწილეობას იღებს ქუთაისში რეგისტრირებული საჯარო და კერძო სკოლები, ბაღები და სხვა საჯარო კერძო ორგანიზაციები. 

"საქველმოქმედო ბაზრობის მიზანია ქუთაისში აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებისათვის ხელმისაწვდომი გახადოს სენსორული ოთახით სარგებლობა. ამიტომ ქველმოქმედებიდან მიღებული თანხით სწორედ ასეთი ოთახი გაკეთდება," – ამბობს "ღია სახლის" დირექტორი ნანა კილაძე.

მისივე ინფორმაციით, საქველმოქმედო ბაზრობაში ნებისმიერ მსურველს შეუძლია ჩართვა.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
მომავალი წლიდან, საჯარო სკოლაში შესვლის შესაძლებლობა ექნებათ მხოლოდ
იმ ბავშვებს, რომლებსაც 15 სექტემბრის ჩათვლით შეუსრულდებათ ექვსი
წელი.
12:47 / 02.12.2025
მომავალი წლიდან, საჯარო სკოლაში შესვლის შესაძლებლობა ექნებათ მხოლოდ იმ ბავშვებს, რომლებსაც 15 სექტემბრის ჩათვლით შეუსრულდებათ ექვსი წელი.
განათლების მინისტრის გივი მიქანაძის განცხადებით, სასწავლო
გარემოზე ორიენტაციისა და სრული ჩართულობისთვის, მნიშვნელოვანია,
სასკოლო პროცესში,  მობილური ტელეფონების გამოყენების აკრძალვა.
12:38 / 02.12.2025
განათლების მინისტრის გივი მიქანაძის განცხადებით, სასწავლო გარემოზე ორიენტაციისა და სრული ჩართულობისთვის, მნიშვნელოვანია, სასკოლო პროცესში,  მობილური ტელეფონების გამოყენების აკრძალვა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.