ახალი ამბები
პარლამენტში საბიუჯეტო განხილვები იწყება
FaceBook
პარლამენტში 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის მესამე მოსმენით განხილვა იწყება.
პარლამენტის ვიცე–სპიკერის,  გია ვოლსკის თქმით, ბიუჯეტში პრიორიტეტულ მიმართულებად კვლავ სოციალური მიმართულებები რჩება.

მისივე თქმით, მომავალი წლის მთვარ ფინანსურ დოკუმენტში მნიშვნელოვანი ადგილი, ასევე,  ეთმობა  ინფრასტრუქტურულ პროექტებს, თავდაცვასა და უსაფრთხოებას.

"2019 წლის ბიუჯეტში პრიორიტეტად კვლავ რჩება სოციალური პრობლემები, რომელიც საქართველოს ახასიათებს, თუმცა, დადებითად უნდა შევაფასოთ ის, რომ გაიზრდება სოციალურ პროგრამებზე გამოყოფილი თანხები. სამწუხაროა, რომ ათეული წლების განმავლობაში საქართველოს ხელისუფლებებმა ვერ მოახერხეს ამ თემის ერთხელ და სამუდამოდ მოგვარება," – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ოპოზიცია ხელისუფლებას ინფრასტრუქტრული პროექტების ნაწილში აუთვისებელი თანხების გამო აკრიტიკებს.

ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, რომან გოცირიძის თქმით, მთავრობას ორი მილიარდი ლარი მიმდინარე წლის ბიუჯეტიდან ჯერ კიდევ აუთვისებელი აქვს და მის დახარჯვას ამ ორი კვირის ვადაში ვერ მოასწრებს. 

"ძველი ბიუჯეტიდან სულ მცირე ერთი მილიარდი ლარი გადავა მომავალი წლის ბიუჯეტში  და ჩვენ რეალურად  ვღებულოთ არა 2019 წლის ბიუჯეტს, არამედ 2018 წლის ნარჩენ კუდს, რომელსაც ვუმატებთ ახალ ბიუჯეტს და იქმნება აბსოლუტურად სხვა სურათი",–ამბობს რომან გოცირიძე. 

პარლამენტში დღეს ფინანსთა მინისტრსაც  ელოდებიან.

დეპუტატებმა ბიუჯეტს კენჭი დღესვე უნდა უყარონ.

საქართველოს 2019 წლის ბიუჯეტი 13 მილიარდი ლარია.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
წყალტუბოში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთი ადამიანი დაჭრეს.
16:38 / 25.04.2024
წყალტუბოში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთი ადამიანი დაჭრეს.
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა თერჯოლის მუნიციპალიტეტს თავის საკუთრებაში
არსებული, გარე განათების მეორადი სანათები გადასცა.
13:02 / 25.04.2024
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა თერჯოლის მუნიციპალიტეტს თავის საკუთრებაში არსებული, გარე განათების მეორადი სანათები გადასცა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.