ახალი ამბები
ქუთაისის მერიამ გზის რეაბილიტაციისას შესრულებული სამუშაოები დაიწუნა
FaceBook
"შემსრულებელმა ორგანიზაციამ ხარვეზი უნდა გამოასწოროს".

ქუთაისის მერია შპს "დაგი +"-ის მიერ გზის რეაბილიტაციისას შესრულებული სამუშაო დაიწუნა. საუბარია, ქუთაისში თამარ მეფის ქუჩის ნაწილზე, სადაც კომპანია გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ასრულებდა. მერიაში აცხადებენ, რომ შესრულებულ სამუშაოებს მანამ არ ჩაიბარებენ, ვიდრე კომპანია ხარვეზს არ გამოასწორებს.
"დიდი არაფერი არ არის, უბრალოდ ბორდიულსა და გზას შორის წყალი დგება, რაც არ უნდა იყოს, ეს იყო შენიშვნა, რომელსაც შემსრულებელი ორგანიზაცია გამოასწორებს", – ამბობს ქუთაისის მერიის კეთილმოწყობისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსი, მალხაზ ბასილაძე. მისი თქმით აღნიშნული ხარვეზი მერიის ინსპექტირების ჯგუფმა ვიზუალური დათვალიერების შედეგად აღმოაჩინა, რომელსაც ლაბორატორიული შემოწმების შედგეგიც დაემთხვა.
შპს "დაგი +"ის ხელმღძვანელის, გიგა ფალიანის განმარტებით, აღმოჩენილ ხარვეზს რამდენიმე დღეში გამოსაწორებენ.
"შენიშვნა უფრო ადრე მოგვცეს, მაგრამ ამინდების გამო შეუძლებელი იყო მუშაობა. ამის გარდა, ასევე, ვაკეთებთ სხვის მიერ დაზინებულ ადგილს. რადგან, მოაჯირი სხვამ დააზინა და ამის გამო დაზინადა გზის გარკვეული მონაკვეთი", - ამბობს ფალიანი.
ქითაისში თამარ მეფის ქუჩის რეაბილიტაციისთვის მერიამ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას "დაგი +"-ს  1 მილიონ 950 ათას ლარი გამოუყო.
რამდენად ხარისხიანია ქუთაისში გზების სარეაბილიტაციო  სამუშაოები, რა პრეტენზიები აქვთ მერიაში, როგორ და ვის მიერ ხდება შესრულებული სამუშაოების შემოწმება? ასევე, როგორია  ექსპერტიზისა და ლაბორატორიის დასკვენები? ნახეთ სტატია მალე www.kutaisipost.ge-ზე. 

თეკლე მორგოშია
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში მოქმედი არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების
წარმომადგენლები, ზაზა ლომინაძის შემდეგ, შეხვედრაზე ქუთაისის მერსა და
საკრებულოს თავმჯდომარეს იწვევენ.
12:12 / 25.04.2024
ქუთაისში მოქმედი არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების წარმომადგენლები, ზაზა ლომინაძის შემდეგ, შეხვედრაზე ქუთაისის მერსა და საკრებულოს თავმჯდომარეს იწვევენ.
14:51 / 24.04.2024
"ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატებმა, ქუთაისის საკრებულოს სხდომა, ხმაურის და დაპირისპირების ფონზე დატოვეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.