ახალი ამბები
ადვოკატთა ასოციაცია: არის ხელის შეშლის ფაქტები
FaceBook
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ ქუთაისში საგანგებო ბრიფინგი გამართა.
დავით ასათიანმა ადვოკატთა საქმიანობაში ჩარევისა და პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში ხელის შეშლის ფაქტების შესახებ ისაუბრა. კერძოდ, სოციალურ ქსელში გამოჩენილი გვერდის თაობაზე, რომელიც მისი თქმით, ადვოკატთა ასოციაციის დისკრედიტაციას ეწევა.

ასათიანი ამბობს, რომ აღნიშნული გვერდი 6 დეკემბერს ფეისბუქის ადმინისტრაციამ წაშალა, თუმცა მისი შემქმნელები იმუქრებოდნენ, რომ მსგავსი ტიპის მადისკრედიტირებელი გვერდები მომავალშიც შეიქმნებოდა.

დავით ასათიანმა შინაგან საქმეთა სამინისტროს და პროკურატურას მოუწოდა, დაინტერესდეს ამ საკითხით და გამოავლინოს ყველა ის პირი, ვინც ჩართულია აღნიშნულ ქმედებებში.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ტყიბულის შახტში რამდენიმე დღის წინ მომხდარი
შემთხვევის შედეგად ერთი მეშახტე დაშავდა.
14:19 / 10.10.2026
ტყიბულის შახტში რამდენიმე დღის წინ მომხდარი შემთხვევის შედეგად ერთი მეშახტე დაშავდა.
საქართველოს პროკურატურამ რუსთავის N6 საპატიმრო დაწესებულებაში
მოთავსებული მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის მიმართ განხორციელებული
შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება
დაასრულა.
13:20 / 10.10.2026

საქართველოს პროკურატურამ რუსთავის N6 საპატიმრო დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის მიმართ განხორციელებული შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება დაასრულა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.