ახალი ამბები
ქუთაისის ტურისტული ლოგოსა და სლოგანის შექმნისთვის მერიამ კონკურსი გამოაცხადა
FaceBook
მერის ბრძანების მიხედვით, ლოგო უნდა იყოს ვიზუალურად მიმზიდველი, მარტივი, აღქმადი, დახვეწილი და უნივერსალური, ხოლო სლოგანი - ლაკონური, სხარტი, გარითმული და პასუხობდეს მესიჯს - რატომ ქუთაისი?


ქუთაისის ტურისტული ლოგოსა და სლოგანის შექმნის მიზნით მერიამ კონკურსი გამოაცხადა.
ამ მიზნით ქალაქის მერმა შესაბამისი ბრაძანება გუშინ გამოსცა.
"ქუთაისის, როგორც ტურისტული ბრენდის ჩამოყალიბებისათვის, უმნიშვნელოვანესია ქალაქს ჰქონდეს ტურისტული ლოგო და სლოგანი. ლოგო და სლოგანი უნდა წარმოადგენდეს უნიკალურ ნიშანს, რომელიც საზოგადოებას დაეხმარება მოახდინოს ქალაქ ქუთაისის იდენტიფიცირება და ტურისტული ცნობადობის გაზრდა," - აღნიშნულია მერის შოთა მურღულიას მიერ გამოცემულ დოკუმენტში.
საუკეთესო ლოგოსა და სლოგანს 11 კაციანი კომისია გამოავლენს, რომელთა შემადგენლობაში არიან: შოთა მურღულია, კონსტანტინე ქავთარაძე, პაატა კლდიაშვილი, ვაჯა ჯუღელი, ირაკლი სარიშვილი, პაატა ლილუაშვილი, მირანდა კუპრავა, ელისო ჩოგოვაძე, გიორგი შალამბერიძე, თეონა ნანავა და ანა შავგულიძე.
საუკეთესო ნამუშევრის ავტორისთვის ჰონორარის გაცემა მოხდება მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ქონების მართვის სამსახურის ტურიზმის განვითარების პროგრამის ბიუჯეტიდან. 
მერის ბრძანების მიხედვით, ლოგო უნდა იყოს ვიზუალურად მიმზიდველი, მარტივი, აღქმადი, დახვეწილი და უნივერსალური, ხოლო სლოგანი - ლაკონური, სხარტი, გარითმული და პასუხობდეს მესიჯს - რატომ ქუთაისი?
ნამუშევრების მიწოდების ბოლო ვადა მიმდინარე წლის 25 აგვისტოა.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
15:21 / 19.04.2024
"ოქროს ჩარდახის“ რეაბილიტაცია, რომლის პროექტმაც საზოგადოების გარკვეულ წრეებში პროტესტი გამოიწვია, დასრულდა.
საქართველოში ოფშორების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური წელს გახდა.
14:08 / 19.04.2024
საქართველოში ოფშორების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური წელს გახდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.