ახალი ამბები
"დედა სითბო მაკლია" – ინგა ბალანჩივაძეს შვილი გამოჯანმრთელებას სთხოვს
FaceBook
"დედა მალე გამოჯანმრთელდი, სითბო მაკლია," – ასე თხოვს ინგა ბალანჩივაძეს პატარა გიორგი დაბრუნებას.

დედას შვილის თხოვნა ესმის, თუმცა პასუხის გაცემა არ შეუძლია. სახლში მისვლაც ძალიან უნდა, მაგრამ ჯერ არც სიარული შეუძლია. გიორგისთან დაბრუნება რომ შეძლოს, ამისათვის მკურნალობს და მთელი ძალით ცდილობს გამოჯანმრთელდეს.

28 წლის ინგა ბალაჩივაძეს, რომელიც ქუთაისში ჩატარებული უმარტივესი ოპერაციის შემდგომ ორი თვე კომატოზურ მდგომარეობაში იყო, მეუღლე უვლის.  ის ახლა მკურნალობას თბილისში, სახლში აგრძელებს. გაგა მუდმივად ინგასთანაა და ცოლს არწმუნებს, რომ ყველაფერი დალაგდება. ამისი ინგასაც სჯერა, თუმცა პასუხის ნაცვლად, მეუღლეს მხოლოდ ღიმილს უბრუნებს. 



ორთვიანი კომისა და 6 თვიანი უმოძრაობის შემდეგ ინგას მენჯების და მუხლის სახსრები ჩაეკეტა. ამიტომ აღსაღდგენი ოპერაცია პაციენტს ერთი თვის წინ, თურქეთში ჩაუტარეს, რასაც ბალანჩივაძეების თქმით, საკმაოდ დიდი თანხა დასჭირდა. ამის გარდა, ოჯახი რვა თვეა ყველა სამედიცინო ხარჯს თავად ფარავს. მათი თქმით, ჯანდაცვის სამინისტროსგან ვერანაირ დახმარებას ვერ იღებენ, მაშინ, როდესაც ოჯახმა უწყებას თხოვნით არაერთხელ მიმართა.

პაცინეტს, რომელსაც ბალანჩივაძეების განცხადებით, პრობლემები სწორედ ექიმების დაუდევრობის გამო შეექმნა, სრულად გამოჯანმრთელებისთვის კვლავ სჭირდება სხვადასხვა სამედიცინო დახმარება. ოჯახს კი ყველა ფინანსური რესურსი ამოეწურა.

"ინგას მამიდა იტალიაში წავიდა, რომ რამენაირად დაგვეხმაროს. მე ინგას ერთი წამითაც ვერ ვტოვებ და მჯერა კიდეც, რომ კარგად იქნება. თუმცა, ძალიან ვბრაზდები, როცა ვფიქრობ, თუ რამ შეცვალა ჩვენი ბედნიერი ცხოვრება," – ამბობს ინგა ბალანჩივაძის მეუღლე, გაგა ბალანჩივაძე.

ინგას ჯანმრთელობის მდგომარეობა მას შემდეგ გართულდა, რაც 2018 წლის 11 მაისს, ქუთაისში, ხონელიძის კლინიკაში გარე ორსულობის შეწყვეტის მიზნით ოპერაცია გაიკეთა.

კლინიკაში ოჯახის წევრებს უთხრეს, რომ ოპერაციამ წარმტებით ჩაიარა, თუმცა ამ დრომდე დაუდგენელი მიზეზების გამო, პაციენტი ორი თვის განმავლობაში უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა.

14 მაისს ინგა ქუთაისიდან, რეანომობილით, თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში წაიყვანეს. სამედიცინო დაწესებულებაში ის 44 დღის განმავლობაში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. იმავდროულად, მიმდინარეობდა პაციენტის მდგომარეობის კვლევა.

ინგა ბალანჩივაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ თბილისში გაცემულ დასკვნაში ნათქვამია, რომ: თავის ტვინის ინფარქტი, პაციენტს ცერებრალური ვენების თრომბოზის გამო განუვითარდა. სუნთქვის მწვავე უკმარისობით (ენდობრონქიტი).

ოჯახის წევრებსაც ყველაზე მეტი კითხვა სწორედ სუნთქვის მწვავე უკმარისობასთან აქვთ. მათი ვარაუდით, ოპერაციის დროს პაციენტს საკმარისი ჟანგბადი არ მიეწოდებოდა.

რა მოხდა ხონელიძის კლინიკაში ოპერაციის დროს და რამ გამოიწვია პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება, ამაზე კლინიკის თანამშრომლები არ საუბრობენ.

იკვეთება თუ არა ინგა ბალანჩივაძის ჯანმრთელობის გაუარესებაში ხონელიძის კლინიკის სამედიცინო პერსონალის პასუხისმგებლობის საკითხი, ეს სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტომ უნდა დაადგინოს. თუმცა რეგულირების სააგენტო გამოძიების დასკვნის დადებას აგვიანებს. ამიტომ, ინგას ოჯახი სამედიცინო რეგულირების სააგენტოს მოთხოვნებს უყენებს. ისინი ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებულ სამედიცინო რეგულირების სააგენტოს დასკვნის დროულ დადებას სთხოვენ.

ინგა ბალანჩივაძის ოჯახის წევრი, თეა ბალანჩივაძე აცხდებს, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლოში სარჩელეს შეიტანენ.

მოთხოვნების მიუხედავად, ინგას ოჯახის წევრები  იმედოვნებენ, რომ საქმე სასამართლომდე არ მივა და საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო, ოჯახს ყველანაირად დაეხმარება სიმართლის დადგენასა და ინგას გამოჯანმრთელებაში.

"დასრულებული არ არის საქმის მოკვლევა. როგორც კი დასრულდება, გავაცნობთ ოჯახს დასკვნას," - ამბობენ რეგულირების სააგენტოში. 

დაფინანსების თაობაზე კი ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ოჯახს დაუკავშირდებიან და საკითხს მოიკვლევენ. 



ამავე თემაზე:

28 წლის ინგა ბალანჩივაძის ოჯახმა, შესაძლოა, სასამართლოს მიმართოს

ძილში დარჩენილი პაციენტი - ოჯახი სამედიცინო პერსონალს უჩივის



Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
14:51 / 24.04.2024
"ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატებმა, ქუთაისის საკრებულოს სხდომა, ხმაურის და დაპირისპირების ფონზე დატოვეს.
“არა რუსულ კანონს” - ამ სლოგანით, ქუთაისში, უკვე მეცხრე დღეა,
საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.
12:32 / 24.04.2024
“არა რუსულ კანონს” - ამ სლოგანით, ქუთაისში, უკვე მეცხრე დღეა, საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.