ახალი ამბები
მენეჯმენტის გაუმჯობესება თუ პოლიტიკური საფუძველი – მერიაში რეორგანიზაცია სამი თვე გაგრძელდება
FaceBook
ქუთაისის მერიაში რეორგანიზცია სამ თვეში უნდა დასრულდეს.
საკადრო და სტრუქტურული ცვლილებების განხორციელების ვადის შესახებ, ქალაქის მერის მიერ 2018 წლის 30 ნოემბერს გამოცემულ ბრძანებაშია (N2664) აღნიშნული, რომლის საფუძველზეც მერიაში რეორგანიზაცია/ოპტიმიზაცია გამოცხადდა.

"რეორგანიზაცია ნამდვილად არ გულისხმობს შტატების შემცირებას, შეიძლება  პირიქით, შტატი გაიზარდოს, იმის მიხედვით, რომელ სამსახურს რა შტატი სჭირდება. რა  და როგორ იქნება, ჯერჯერობით, გადაწყვეტილი  არ არის. ამისთვის არის სამთვიანი ვადა მიღებული", – ამბობს მერიის ადმინისტრაციული სამსახურის იურიდიული განყოფილების უფროსი, ირაკლი გიორგაძე.

რეორგანიზაციის სამოქმედო გეგმის მიხედვით, ბრძანების გამოცემიდან ხუთ დღეში უნდა მოხდეს მერიის თანამშრომლებისთვის ინფორმაციის მიწოდება და ასევე, გაფრთხილება, შტატით გათვალიწინებული პოზიციებიდან მათი შესაძლო გათავისუფლების შესახებ. აღნიშნული ინფორმაცია, წერილის სახით, მერიის ყველა თანამშრომელს უკვე ჩაბარდა. 

რეორგანიზაციის ფარგლებში, 30 დეკემბრამდე მერიის სამსახურის უფროსებმა უნდა წარადგინონ მათი მუშაობის ანგარიში.

"უკეთესი მენეჯმენტის და ეფექტიანი მუშაობისთვის, ჩვენ უნდა წარვადგინოთ, თუ როგორ ვმუშაობთ, არის თუ არა კადრები საკმარისი. ამის შემდეგ მიიღება გადაწყვეტილება, კონკრეტულ სამსახურში მოხდება თუ არა კადრების შემცირება ან დამატება", – განმარტავს მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი, ზვიად ჯავახია.

"ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ადმინისტრაციული სამსახურის მეორადმა სტრუქტურულმა ერთეულმა, ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების განყოფილებამ, მერის პირველ მოადგილესთან, მოადგილეებთან და პირველადი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებთან შეთანხმებით, არაუგვიანეს 2019 წლის 28 იანვრისა უზრუნველყოს თანამდებობიდან გასათავისუფლებელ მოხელეთა სიის განსაზღვრა და აცნობოს თანამდებობიდან გასათავისუფლებულ მოხელეებს რეორგანიზაციის შესაძლო შედეგები", – ნათქვმია რეორგანიზაციის სამოქმედო გეგმაში.

საბოლო ჯამში, ამავე დოკუმენტის მიხედვით, მერიაში რეორგანიზაცია 2019 წლის 15 თებერვალს უნდა დასრულდეს.

ადგილობრივ თვითმმართველობაში საკადრო და სტრუქტურული ცვლილებების საჭიროებაზე, განცხადება, 30 ნოემბერს ჩატარებულ საკრებულოს სხდომაზე უმრავლესობის წევრმა ალეკო ახალაძემ გააკეთა. მან ქალაქის მერს პოლიტიკური ნიშნით  რეორგანიზაციისკენ მოუწოდა. მაშინ უმრავლესობის წევრებმა განმარატეს, რომ მერიაში ამის საჭიროება არ იყო. თუმცა,  მერის ბრძანება, რომელიც საფუძველზე ეს პროცები დაიწყო,  სწორედ, 30 ნოემბრით არის დათარიღებული. მას ხელს ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია აწერს. თავად ქალაქის მერიგიორგი ჭიღვარია კი შვებულებაში გავიდა. მერიაში განმარტავენ, რომ ჭიღვარია შვებულებაში ხუთი დღით, 3 დეკემბერიდან იმყოფება.
რეორგანიზაციის გამოცხადების შემდეგ, ალეკო ახალაძე გვარწმუნებს, რომ ეს პროცესი მისი განცხადების შემდეგ არ დაწყებულა. ამბობს იმასაც, რომ ადამიანების გათავისუფლება პოლიტიკური ნიშნით არ უნდა მოხდეს.

"ეს პროცესი, რა თქმა უნდა, ჩემს განცხადებას არ უკავშირდება, პირიქით მე მქონდა ინფორმაცია, რომ მერი ამას აპირებდა. რასაკვირველია, რეორგანიზაცია არ მოხდება პოლიტიკური ნიშნით, მაგრამ არც პარტიაში ყოფნა იქნება იმუნინეტი", – განმარტავს ალეკო ახალაძე.

პარტია "ევროპულ საქართველოში" აცხადებენ, რომ ქუთაისის მერიაში რეორგანიზაცია პოლიტიკური ნიშნით ხდება. პარტიის ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარის, დავით გოგისვანიძის თქმით, მერიაში არსებობს ე.წ. "შავი სია" , რომელშიც ის ადამიანები შედიან, ვინც წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობა არ მიუღია. პარტიაში ამბობენ, რომ ამ სიაში მაღალი თანამდებობის პირებიც შედიან.

ქუთაისის მერიაში რეორგანიზაცია ბოლოს გასული წლის დასასრულს დაიწყო, რომელიც მიმდინარე წლის იანვრამდე გაგრძელდა. რეორგანიზაციის ფარგლებში მხოლოდ მერიის კულტურის, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური გაუქმდა. სამსახურს კულტურისა და სპორტის განყოფილებები გამოეყო დ კულტურულ და სპორტულ ააიპ დაწესებულებებს შეუერთდა. ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის განყოფილებები კი მერიის ადმინისტრაციულ სამსახურს დაექვემდებარება.

ქუთაისის მერიაში ამდროისთვის ცხრა სამსახური და შვიდი განყოფილებაა.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
წყალტუბოში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთი ადამიანი დაჭრეს.
16:38 / 25.04.2024
წყალტუბოში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთი ადამიანი დაჭრეს.
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა თერჯოლის მუნიციპალიტეტს თავის საკუთრებაში
არსებული, გარე განათების მეორადი სანათები გადასცა.
13:02 / 25.04.2024
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა თერჯოლის მუნიციპალიტეტს თავის საკუთრებაში არსებული, გარე განათების მეორადი სანათები გადასცა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.