ახალი ამბები
ქუთაისის მერი ქალაქის განვითარების გეგმაზე - არ უნდა იყოს სადღეგრძელო
FaceBook
"შეუძლია ყველას, წარმოადგინოს თავისი ხედვა. მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგება კონკრეტულს ვერაფერს ამბობენ. წარმოადგინეთ თქვენი ხედვები ოღოდნ ეს არ უნდა იყოს სადღეგრძელოები".

ქუთაისის მერის, შოთა მურღულიას განმარტებით, ქალაქის სტრატეგიული გეგმა და იდეა სადღეგრძელოსავით არ უნდა იყოს. ქალაქის განვითარების ესა თუ ის იდეა უნდა იყოს დაკონკრეტებული და კარგად დასაბუთებული. სევე, ქალაქის შესაძლებლობებზე მორგებული. ამის შესახებ მურღულიამ მერიის ეკონომიკური განვითარების სამსახურის მიერ ქუთაისში სამეწარმეო კვლევის შედეგების წარდგენაზე ისაუბრა. 
ქალაქის პირველი პირის თქმით, ქალაქის სტრატეგიული გეგმის შემუშავებაში განსაკუთრებით ჩართული უნდა იყოს ხანშიშესული ადამიანები. რადგან, როგორც მურღულია ამბობს, ამ ადამიანებს სასარგებლო იდეები აქვთ.
"შეუძლია ყველას წარმოადგინოს თავისი ხედვა. მაგრამ საქმე საქმე რომ მიდგება კონკრეტულს ვერაფერს ამბობენ. წარმოადგინეთ თქვენი ხედვები ოღოდნ ეს არ უნდა იყოს სადღეგრძელოები", - განმარტა ქალაქის მერმა. რაც შეეხება, მერიის ეკონომიკური სამსახურის მიერ წარმოდგენილ კვლევის შედეგებს, რომელიც ქალაქში სამეწარმეო ობიექტებს შეეხებოდა, აღნიშნა, რომ მიღებული შედგებით მოლოდინები გაუმართლდა.
"უკეთესს შედეგს არც ველოდი. თუმცა, არსებულიც არ არის ცუდი და საგანგაშო. ქუთაისი უკან არ მიდის - ეს მინდა ვუთხრა იმ ადამიანებს რომლებიც ამით სპეკულირებენ", - ამბობს შოთა მურღულია.

თეკლე მორგოშია
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
წყალტუბოში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთი ადამიანი დაჭრეს.
16:38 / 25.04.2024
წყალტუბოში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთი ადამიანი დაჭრეს.
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა თერჯოლის მუნიციპალიტეტს თავის საკუთრებაში
არსებული, გარე განათების მეორადი სანათები გადასცა.
13:02 / 25.04.2024
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა თერჯოლის მუნიციპალიტეტს თავის საკუთრებაში არსებული, გარე განათების მეორადი სანათები გადასცა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.