ახალი ამბები
ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიაში ამ დროისთვის 14 საჩივარია შესული. განცხადებები ძირითადად პროცედურულ დარღვევებს ეხება. ორი საჩივარი „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების შედგენილია. მათგან ერთი ეხება საარჩევნო უბანზე ამომრჩეველის მისვლამდე მისი მ
FaceBook
ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიაში ამ დროისთვის 14 საჩივარია შესული. განცხადებები ძირითადად პროცედურულ დარღვევებს ეხება.
ორი საჩივარი "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლების შედგენილია. მათგან ერთი ეხება საარჩევნო უბანზე ამომრჩეველის მისვლამდე მისი მამის მიერ გრაფაში აღმოჩენილ ხელმოწერას, ხოლო მეორე დამკვირვებლისთვის გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვას.

ორი საჩივარი შეადგინეს "სამართლიანმა არჩევნების" დამკვირვებლებმა. #93–ე საარჩევნო უბანზე დაწერილი საჩივრის მიხედვით, კომისიის წევრი ფურცელზე ინიშნავდა უბანზე მისული ამომრჩევლების ვინაობას. #72–ე საარჩევნო უბანზე კი კომისიის მდივანმა, გადასატანი ყუთის სიაში ამომრჩევლის პირადი ნომერი შეცდომით მიუთითა. ვინაიდან არასწორად მხოლოდ ორი რიცხვი ეწერა, კომისიის თავდმჯდომარემ ამომრჩეველს არჩევანის გაკეთების ნება დართო. ყუთის უბანზე დაბრუნების შემდეგ გაირკვა, რომ ამომრჩეველს ხმა არ მიაცემინეს, რითიც მისი არჩევანის უფლება დაირღვა. კომისიის წევრებმა მიზეზად მათი თანმხლები დამკვირვებლის მხრიდან განხორციელებული ზეწოლა დაასახელეს.

პროცედურულ დარღვევებთან დაკავშირებით საჩივრები

ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიაში შეიტანა რამდენიმე სადამკვირვებლო ორგანიზაციამ. მათი უმეტესობა მარკირების პროცედურისა და კენჭისყრის ფარულობის დარღვევას ეხება.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, ზუგდიდში,  21
ოქტომბერს 
14:24 / 22.10.2020
პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, ზუგდიდში,  21 ოქტომბერს  "საქართველოს ბანკზე" მომხდარი თავდასხმის მსხვერპლის გარეშე დასრულება,
ქუთაისში ბინების გადანაწილების პროცესს დევნილები აპროტესტებენ.
13:34 / 22.10.2020
ქუთაისში ბინების გადანაწილების პროცესს დევნილები აპროტესტებენ.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.