ახალი ამბები
გიორგი ღავთაძე - სამოქმედო გეგმაში არსებულ ყველა პირობას შევასრულებ
FaceBook
ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახლადარჩეული რექტორის გიორგი ღავთაძის განმარტებით, მისთვის განსაკუთრებით საპასუხისმგებლოა უნივერსიტეტის ხელმძღვანელის მანდატის მეორედ მიღება.  "აკადემიური საბჭოს ეს არჩევანი უფრო მეტად მავალდებულებს. მადლობა ყველას, ვინც მომცა ხმა და ვინც არ მომცა. ძალიან რთული იყო ასეთი ძლიერი კონკურენციის პირობებში მოგება. მე ყველა იმ პირობას შევასრულებ, რომელიც სამოქმედო გეგმაში მქონდა წარდგენილი", - განაცხადა არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ გიორგი ღავთაძემ.
წერეთლის უნივერსიტეტში ახალი რექტორის არჩევნები დღეს ჩატარდა. 19 წევრიანმა აკადემიურმა საბჭოს უმრავლესობამ (14-მა წევრმა ) ხმა გიორგი ღავთაძეს მისცა, მხოლოდ 5 ხმა მიიღო უნივერსიტეტის ყოფილმა რექტორმა გიორგი ონიანმა. ხოლო კიდევ ერთმა კანდიდატმა, ქუთაისის ყოფილმა მერმა დიმიტრი კოპალიანმა ვერცერთი ხმის მიღება ვერ შეძლო.
არჩეულ რექტორს გიორგი ღავთაძეს წერეთლის უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობა ბოლო ოთხი წელია უჭირავს.

თეკლე მორგოშია

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე
13:31 / 03.05.2024
ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე"-ს ინფორმაციით, საქართველო პრესის თავისუფლების ინდექსით 53.05 ქულით, 180 ქვეყანას შორის 103-ე ადგილზეა.
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისთვის, საჯარო სკოლები, დღეიდან, 3
მაისიდან (წითელი პარასკევი) 6 მაისის ჩათვლით დაისვენებენ.
10:22 / 03.05.2024
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისთვის, საჯარო სკოლები, დღეიდან, 3 მაისიდან (წითელი პარასკევი) 6 მაისის ჩათვლით დაისვენებენ.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.