ახალი ამბები
Wizz Air-ის განმარტება - რატომ ვერ შეძლო 30-მა მგზავრმა მილანიდან ქუთაისში გამოფრენა
FaceBook
"Wizz Air"-ი უარყოფს გავრცელებულ ბრალდებას იმის თაობაზე, რომ 12 ნოემბერს დაგეგმილ რეისზე W6 6412 (მილანი მალპენსა - ქუთაისი ) თვითმფრინავის ბორტზე ხელმისაწვდომ ადგილებზე მეტი ბილეთი გაიყიდა.

"ზოგიერთი მგზავრი გამგზავრებისას აეროპორტში დროულად არ გამოცხადდა, ზოგიერთმა მგზავრმა კი რეგისტრაციის დროს უარი თქვა ბარგის მოსაკრებლის გადახდაზე, რამაც მნიშვნელოვნად შეაფერხა რეგისტრაციის პროცედურა მილანის მალპენსას აეროპორტში. აღნიშნულიდან გამომდინარე, რამდენიმე მგზავრმა რეგისტრაციის გავლა დადგენილ ვადაში ვერ მოახერხა და ვერ მოხვდა ავიახომალდის ბორტზე. "Wizz Air"–ი ყველა მგზავრს თხოვს, გამგზავრების აეროპორტში გამოცხადდეს მინიმუმ ორი საათით ადრე, ჩასხდომის გასასვლელთან კი მინიმუმ 40 წუთით ადრე," - აცხადებენ ავიაკომპანიაში. 

მგზავრები, რომლებმაც Wizz Air-ის მილანი-ქუთაისის რეისით გამოფრენა ვერ შეძლეს, ამ დროისთვის მალპენზას აეროპორტში იმყოფებიან.

მომხდარის შესახებ ქუთაისიპოსტს ერთ-ერთი მგზავრმა აცნობა, რომელმაც, მეგობრებთან ერთად, რეისზე მოხვედრა და გამოფრენა შეძლო.

"რეგისტრაცია დროულად დაიწყო. ორ რიგად ხდებოდა გასვლა. თუმცა ერთი რეგისტრატორი ძალიან ნელა მუშაობდა. არ ვიცით რატო. ბევრი ხალხი მოგროვდა. ჩასხდომას 8 წუთი აკლდა, კონტროლის გავლა რომ დავიწყე. შემდეგ სირბილით მივედით გასასვლეთან. ერთი წუთი რომ დაგგვიანებოდა, ავტობუსს ვერ მივუსწრებდით და ჩვენც აეროპორტში დაგვტოვებდნენ. არ ვიცით რა მოხდა. მიზეზი არავის უთქვამს. 17:44 საათზე უნდა გამოფრენილიყო და 40 წუთის დაგვიანებით გამოვფრინდით. ცარიელი ადგილები იყო თვითმფრინავში. 30 მგზავრი აეროპორტში დარჩა. ალბათ ვეღარ მოუსწრეს," - ამბობს ერთ-ერთი მგზავრი გიორგი გეგეშიძე.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
15:21 / 19.04.2024
"ოქროს ჩარდახის“ რეაბილიტაცია, რომლის პროექტმაც საზოგადოების გარკვეულ წრეებში პროტესტი გამოიწვია, დასრულდა.
საქართველოში ოფშორების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური წელს გახდა.
14:08 / 19.04.2024
საქართველოში ოფშორების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური წელს გახდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.