ახალი ამბები
ბაღდათში ქურდობის ბრალდებით ოთხი პირი დააკავეს
FaceBook
შსს-მ ბაღდათში ქურდობის ბრალდებით ოთხი პირი დააკავა.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა ბაღდათში, თამარ მეფის ქუჩაზე მდებარე სწრაფი ჩარიცხვის აპარატი მოიპარეს, ერთ-ერთი ბრალდებულის კუთვნილ ავტომანქანაში მოათავსეს და შემთხვევის ადგილიდან მიმალვას ცდილობდნენ, რა დროსაც ისინი სამართალდამცველებმა დააკავეს.

პოლიციამ ნივთმტკიცებად ამოიღო ნაქურდალი სწრაფი ჩარიცხვის აპარატი, ასევე, ავტომობილი და ხელსაწყოები, რომლებიც დაკავებულებმა დანაშაულის ჩასადენად გამოიყენეს.

გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 





Print E-mail
FaceBook Twitter
თეგები: #შსს #ბაღდათი
მსგავსი სიახლეები
ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეს, 26 ივლისს, ფიზიკის გამოცდით
დასრულდება.
09:37 / 26.07.2024
ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეს, 26 ივლისს, ფიზიკის გამოცდით დასრულდება.
ზაფხულის XXXIII ოლიმპიური თამაშები იგივე
18:14 / 25.07.2024
ზაფხულის XXXIII ოლიმპიური თამაშები იგივე "Pაris 24",  26 ივლისს გაიხსნება. 

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.