ახალი ამბები
"ქართული ოცნების" ქუთაისის შტაბში საკადრო ცვლილებები იგეგმება
FaceBook
"ქართული ოცნების" ქუთაისის შტაბში საკადრო ცვლილებები იგეგმება. ამის შესახებ ქუთაისიპოსტს ინფორმაცია პარტიის ცენტრალურ ოფისში დაუდასტურეს.
"იგეგმება საკადრო ცვლილებები", - აცხადებენ "ქართული ოცნების" ცენტრალურ შტაბში, სადაც სხვა დეტალებზე არ საუბრობენ.

"ქართული ოცნების" ადგილობრივ ორგანიზაციას ამ დროისთვის ქალაქის მერი გიორგი ჭიღვარია ხელმძღვანელობს.

გიორგი ჭიღვარია თბილისში 30 ოქტომბერს იმყოფებოდა. დაუდასტურებელი ინფორმაციით, ქალაქის მერი თბილისში, არჩევნებზე მიღებული ცუდი შედეგების გამო "დაიბარეს".

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, ქუთაისში, გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ დიდი უპირატესობით გაიმარჯვა. მონაცემების მიხედვით, გრიგოლ ვაშაძემ 29 585 ხმა 46.98 %, ხოლო დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა 18 058 ხმა (28.67%) მიიღო. ქუთაისში რეგისტრირებული იყო 156 051 ამომრჩეველი.

ქუთაისის მერი, გიორგი ჭიღვარია წინასაარჩევნო პერიოდიდან დღემდე შვებულებაში იმყოფება.

უკვე ცნობილია, რომ მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილი, პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი, არჩევნების შემდეგ, დღეს, 22 საათზე პირველ ბრიფინგს გამართავს.

2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში 50%–იანი ბარიერი ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ გადალახა, რის გამოც, მეორე ტური ინიშნება.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა ჯამში ხმების 38.64% მიიღო, ხოლო, გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ - 37.74%.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არჩევნების მეორე ტური 2 დეკემბრამდე უნდა დანიშნოს.

საარჩევნო კოდექსის მიხედვით, პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური იმართება პირველი ტურის შედეგების გამოცხადებიდან ორი კვირის თავზე.

ამავე თემაზე:

ქუთაისის მერი თბილისში "დაიბარეს"

"ქუთაისის მერის [თანამდებობიდან] წასვლა–არწასვლის საკითხი განიხილება"
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისის საბავშვო ბაღებში 2025-2026 სასწავლო წლის ზამთრის
არდადეგები 26 დეკემბერს დაიწყება.
15:43 / 10.12.2025
ქუთაისის საბავშვო ბაღებში 2025-2026 სასწავლო წლის ზამთრის არდადეგები 26 დეკემბერს დაიწყება.
2025 წელი შეზღუდული თავისუფლების წელია - ავტოკრატიულმა
სამართალშემოქმედებამ, თავისუფლების არათანაზომიერმა შეზღუდვამ
განსაკუთრებული წნეხი იქონია გამოხატვის, შეკრებისა და გაერთიანების
თავისუფლებაზე,
13:48 / 10.12.2025
2025 წელი შეზღუდული თავისუფლების წელია - ავტოკრატიულმა სამართალშემოქმედებამ, თავისუფლების არათანაზომიერმა შეზღუდვამ განსაკუთრებული წნეხი იქონია გამოხატვის, შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლებაზე,

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.