ახალი ამბები
დაპირისპირება ქუთაისის საკრებულოს სხდომაზე
FaceBook
ქუთაისის საკრებულოს სხდომაზე "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი დავით გოგისვანიძე და უმრავლესობის წევრი მარეხი ნიჟარაძე ერთმანეთს დაუპირისპირდა.

დეპუტატებს შორის კამათი კამათი გენდერული თანასწორობის საბჭოს დადგენილებაში ცვლილების შეტანის მოჰყვა. 

“გასაგებია რომ ცვლილება შეგაქვთ, მაგრამ მაინტერესებს, ხართ თუ არა სოლიდარულები, კონკრეტულად ელეონორა არჩაიას მიმართ”- განაცხადა დავით გოგისვანიძემ.  რის საპასუხოდაც დეპუტატმა მარეხი ნიჟარაძემ "ნაციონალებს" ირინა ენუქიძე გაახსენა.

“თავად თუ იყავით სოლიდარულები ირინა ენუქიძის მიმართ, გაიხსენეთ. ელეონორა არჩაიაზე კი არანაირი ზეწოლა არ ყოფილა. ძალიან ადრე ზეიმობთ, თქვენი სახეა სახურავზე ასული სააკაშვილი, რომელიც პირდაპირ წავა ციხეში” - განმარტა მარეხი ნიჟარაძემ. 


ელეონორა არჩაია, რომელიც საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი და ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე გლახვათ, საინფორმაციო სააგენტო იმერეთის ნიუსის" დამფუძნებლის დედაა. 

კოტე ცირეკიძე აცხადებს, რომ ვიცე-მერის და ვიცი-გუბერნატორის მხრიდან მის ოჯახსა და სააგენტოს ჟურნალისტებზე სიტყვიერი მუქარა ხორციელდება, რის გამოც მან სააგენტოს დახურვის გადაწყვეტილება მიიღო.

"ჩემს ირგვლივ განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, იძულებული ვარ დროებით შევაჩერო “იმერეთის ახალი ამბების სააგენტოს” ფუნქციონირება. ამის მიზეზი გახდა ქუთაისის ვიცე-მერის, გიორგი იობაშვილისა და იმერეთის გუბერნატორის მოადგილის, გრიგოლ დალაქიშვილის მიერ ჩემ მიმართ, ასევე დედაჩემისა და სააგენტოს თანამშრომლებისა და მათი ოჯახის წევრების მიმართ გაჟღერებული პირდაპირი, თუ ირიბი მუქარები. მანამ სანამ ეს ადამიანები რჩებიან თანამდებობებზე, საიდანაც შეწევთ ძალა, ზიანი მომაყენონ მე, ჩემი ოჯახის წევრებსა და სააგენტოს თანამშრომლებს, არ მაქვს მორალური უფლება სააგენტოს ფუნქციონირებისა," - წერს კოტე ცირეკიძე.

კოტე ცირეკიძემ საინფორმაციო სააგენტო რამდენიმე თვის წინ დააფუძნა.

ქუთაისის მერიასა და გუბერნიაში ბრალდებებს აბსურდულს უწოდებენ.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის
წარმომადგენლები ქალაქის მაჟორიტარ დეპუტატ ზაზა ლომინაძეს შეხვედრაზე
იწვევენ.
12:08 / 20.04.2024
ქუთაისში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები ქალაქის მაჟორიტარ დეპუტატ ზაზა ლომინაძეს შეხვედრაზე იწვევენ.
„ქალები ვირჩევთ ევროპას“ - ამ სახელწოდებით, ქუთაისში, რუსული
კანონის წინააღმდეგ დღეს აქცია გაიმართება.
11:02 / 20.04.2024
„ქალები ვირჩევთ ევროპას“ - ამ სახელწოდებით, ქუთაისში, რუსული კანონის წინააღმდეგ დღეს აქცია გაიმართება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.