ახალი ამბები
"არცერთ ავტომანქანაზე მუხრუჭი არ მუშაობდა" - რას ჰყვებიან ხარაგაულში მუშის დაღუპვაზე
FaceBook
ხარაგაულის სოფელ ზვარეში, ახალი სარკინიგზო ხაზის მშენებლობაზე 55 წლის მამაკაცი დაიღუპა. 
კობა მაღრაძე, რომელიც ავტომანქანის მძღოლი იყო, სამშენებლო ნარჩენებით დატვირთული მანქანით თავდაღმართში მოძრაობისას მეორე სატვირთოს შეეჯახა.  

როგორც "ახალგაზრდა რკინიგზელების პროფკავშირებში" აცხადებენ, ავტომანქანები, რომლებიც მშენებლობაზე გამოიყენება, ტექნიკურად გაუმართავია და მსგავსი ტრაგედია  მოსალოდნელი იყო.

"ჩვენ რამდნეიმე თვის წინ ვიყავით ადგილზე და თავად დავათვალიერეთ ის ავტომობილები, რომლებიც გამოიყენება იქ სამშენებლო ნარჩენების გასატანად. ყველა ავტომანქანა მწყობრიდან  იყო გამოსული, არც ერთზე მუხრუჭი არ მუშაობდა  და ასეთი ტექნიკით იქ არანაირი სამუშაოს შესრულება არ შეიძლებოდა. ჩვენი შეფასება მაშინ იყო უარყოფითი, მაგრამ როგორც ჩანს კომპანიამ არ  გაითვალისწინა ჩვენი რეკომენდაციები", – ამბობს პროფკავშირების თავმჯდომარის მაოდგილე, ილია ლეჟავა.

მისივე თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე სქმე არასწორად აღძრა და მას გამოძიება უნდა დაეწყო არა  276–ე მუხლით, არამედ,  საქმე უნდა აღეძრა საწარმოო შემთხვევაზე. 

"ეს არის სამუშაო ტრავმა, არავითარი ავარია არ მომხდარა", – ამბობს ილია ლეჟავა. 

რკინიგზის მშენებლობაზე ტექნიკურად გაუმართავი ავტომობილებით სამშენებლო ნარჩენების გატანაზე  საუბრობს რკინიგზის მშენებელი კომპანია "ჩინეთის 23–ე ბიუროს" თანამშრომელი. თემურ მაღლაკელიძე, რომელიც ხიდების მშენებლობაზეა დასაქმებული, ამბობს, რომ მუშები თავადაც არიან ინფორმირებული, რომ ავტომანქანები, რომლითაც უნდა გადაადგილდნენ, გაუმართავია. 

"რად უნდა ამას ცოდნა, ერთი შეხედვით ეტყობა ყველა ავტომანქანას, რომ ძველია. ელემენტარული  უსაფრთხოების ნორმები ობიექტზე არ არის დაცული. არავინ კონტროლს არ უწევს რა ხდება იქ. სანამ ვინმე არ დაიღუპება, მანამდე არავინ ახდენს რეაგირებას", - ამბობს თემურ მაღლაკელიძე.  

ზვარეში ახალი რკინიგზის ხაზის სამუშაოებს სს ,,საქართველოს რკინიგზის" დაკვეთით, შპს ,,ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიურო" ახორციელებს. მათთან დაკავშირება ამ დრომდე შეუძლებელია. 

შსს–ში კი აცხადებენ, რომ მომხდარზე გამოძიება 276–ე მუხლით დაიწყო. უწყების ცნობით, მომხდარი ავარიაა და ერთმანეთს ორი ავტომანქანა შეეჯახა.  
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ, ქუთაისში
ვიზიტის დროს წყალტუბოს აღორძინების გეგმაზე ისაუბრა.
21:01 / 30.05.2020
ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ, ქუთაისში ვიზიტის დროს წყალტუბოს აღორძინების გეგმაზე ისაუბრა.
ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ, ქუთაისის
ინდუსტრიულ ზონაში არსებული საწარმოები დაათვალიერა.
15:38 / 30.05.2020
ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ, ქუთაისის ინდუსტრიულ ზონაში არსებული საწარმოები დაათვალიერა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.