ახალი ამბები
"დატოვე პარლამენტი ქუთაისში " - მრჩეველთა საბჭო მერს პოზიციის დაფიქსირებისკენ მოუწოდებს
FaceBook
"დატოვე პარლამენტი ქუთაისში"- ამ საკითხით გაიხსნა ქუთაისის მერთან არსებული სამოქალაქო საბჭოს რიგით მეექვსე სხდომა.

საბჭოს წევრებმა ქუთაისში პარლამენტის არსებობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და ადგილობრივ ხელისუფლებას მოუწოდეს დააფიქსირონ თავიანთი პოზიცია პარლამენტის გადატანასთან დაკავშირებით.

საბჭოს წევრები სხდომაზე  "დატოვე პარლამენტი ქუთაისში" –ამ წარწერებიანი მაისურებით გამოცხადდნენ. 

"ქუთაისის მერობა ნიშნავს ქალაქის და მოსახლეობის ინტერესების დაცვას, ამიტომ მიმაჩნია, რომ მერმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად უნდა დააფიქსირონ მკვეთრი პოზიცია პარლამენტის გადატანასთან დაკავშირებით.

ბევრს საუბრობენ იმაზე, რა მოუტანა პარლამენტმა ქუთაისს. 2012 წელს, როცა პარლამენტმა მუშაობა დაიწყო, უკვე ბევრ მსხვილ ინვესტორთან იყო შეთანხმება მიღწეული, რომ ინვესტიციები განეხორციელებინათ ქუთაისში, მაგრამ პირველივე სხდომაზე, პარლამენტის მაშინდელმა თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ პარლამენტი თბილისში დაბრუნდებოდა. ამის შემდეგ ყველა ეს შეთანხმება გაუქმდა. შესაბამისად, იმის თქმა, რა მოუტანა პარლამენტმა ქუთაისს, არასწორია "-განაცხადა საბჭოს წევრმა, ქეთი ბერძენიშვილმა.

შეხვედრაზე აჩვენეს სამოქალაქო ინიციატივის ფარგლებში მომზადებული ვიდეორგოლი, სადაც ჟურნალისტები, მწერლები და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები არგუმენტირებულად ხსნიან, თუ რატომ სჭირდება პარლამენტი ქუთაისს.

სხდომას არ ესწრებოდა ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია, თუმცა, საბჭოს წევრები შეთანხმდნენ, რომ პარლამენტის გადატანასთან დაკავშირებით,  პოზიციის დაფიქსირების შესახებ  რეკომენდაციას,  ქალაქის მერს ოფიციალურად გაუგზავნიან.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
იმერეთში და სხვა რეგიონებში ნარკოდანაშაულისთვის 18
პირი დააკავეს, მათ შორის, 8 ნარკორეალიზატორი.
16:03 / 27.04.2024
იმერეთში და სხვა რეგიონებში ნარკოდანაშაულისთვის 18 პირი დააკავეს, მათ შორის, 8 ნარკორეალიზატორი.
2 მაისს, ქუთაისში გვირილობის აღსანიშნავად, სხავდასხვა ღონისძიებები
გაიმართება.
14:06 / 27.04.2024
2 მაისს, ქუთაისში გვირილობის აღსანიშნავად, სხავდასხვა ღონისძიებები გაიმართება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.