ახალი ამბები
ქუთაისის 37-ე სკოლაში მოწამლული ბავშვები საავადმყოფოდან გაწერეს
FaceBook
ქუთაისის 37-ე საჯარო სკოლაში მოწამლული ბავშვები საავადმყოფოდან გაწერეს.

მოსწავლეების ინტოქსიკაციის შემთხვევა მიმდინარე წლის 18 ოქტომბერს დაფიქსირდა.

მოსწავლეები მკურნალობას დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ცენტრში გადიოდნენ.

ინტოქსიკიაციის ზუსტი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. თუმცა, დაუდასტურებელი ინფორმაციით, შესაძლოა, ეს იყოს გაზის გაჟონვა ან სასმელი წყლით ინტოქსიკაცია. სკოლის დირექტორი კი,  მოსწავლეების ინტოქსიკაციის მიზეზად გაზის გაჟონვას გამორიცხავს.

"მე-5 კლასელი ოთხი მოსწავლე გაკვეთილზე გახდა შეუძლოდ, გამოიძახეს სასწრაფო, პარალელურად მოვიდა გაზის კომპანია და შემოწმდა შენობა, დადასტურდა რომ გაზის გაჟონვას ადგილი არ ქონია, სავარაუდოდ, მოწამვლა სპორტის გაკვეთილის შემდეგ დიდი რაოდენობის წყლის მიღება გახდა", - ამბობს სკოლის დირექტორი, ნანა კენჭიშვილი


ამავე თემაზე:

ქუთაისის 37-ე სკოლაში მოსწავლეები მოიწამლნენ

"გაზის გაჟონვას ადგილი არ ჰქონია" - დირექტორი ქუთაისის სკოლაში მოწამლულებზე
Print