ახალი ამბები
"ქუთაისის მერი საჯარო სივრცეში დასაქმებულ ადამიანებს ზურაბიშვილისთვის მხარდამჭერების მოგროვებას აიძულებს"
FaceBook
ქუთაისის მერმა მოიწვია საგანგებო თათბირი, სადაც მან ადგილობრივ თვითმმართველობაში დასაქმებულ ჩინოსნებს სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერთა სიების მოტანა დაავალა.
ამის შესახებ "ლეიბორისტული პარტიის" ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა სამსონ გუგავამ "ტოპნიუსის" პრესკლუბში განაცხადა. 

"ქუთაისის მერი საჯარო სივრცეში დასაქმებულ ადამიანებს ზურაბიშვილისთვის მხარდამჭერების მოგროვებას აიძულებს. ინოვაციური ამ მეთოდში ის არის, რომ რაც უფრო მაღალი ხელფასი აქვს ამა თუ იმ ჩინოსანს, მით უფრო მეტი მხარდამჭერის სია უნდა წარმოადგინოს ", - ამბობს სამსონ გუგავა. 

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ აღნიშნული სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაა, რაც სისხლის სამართლებრივი კანონდარღვევაა და სარჩელს პროკურატურაში შესატანად სსკ-ის 332 მუხლით ამზადებენ.

ქუთაისის მერიაში ირწმუნებიან, რომ მერია არის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო და არაა უფლებამოსილი რაიმე სახით ჩაერიოს წინასაარჩევნო პროცესებში და გამოიყენოს რაიმე სახის რესურსი.

"ყველა თანამშრომელი ასრულებს საკუთარ მოვალეობას. ეს ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს და ერთ-ერთი პარტიის მხრიდან მორიგი მცდელობაა დაუსაბუთებლად დაადანაშაულოს მერია არ არსებულ ფაქტში," - განაცხადა მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის მოადგილემ, გენადი კუჭუხიძემ.
Print E-mail
FaceBook Twitter



მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, სამუშაოს მაძიებელ შეზღუდული
შესაძლებლობის მქონე პირებს  22 საშუალო და მსხვილი კომპანია
დასაქმებას სთავაზობს.
15:11 / 14.06.2021
ქუთაისში, სამუშაოს მაძიებელ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს  22 საშუალო და მსხვილი კომპანია დასაქმებას სთავაზობს.
ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განმარტებით, რიონის ხეობა,
სადაც პროტესტი 231 დღეა გრძელდება, ნორმალურ ცხოვრებას უნდა
დაუბრუნდეს.
15:06 / 14.06.2021
ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განმარტებით, რიონის ხეობა, სადაც პროტესტი 231 დღეა გრძელდება, ნორმალურ ცხოვრებას უნდა დაუბრუნდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.