ახალი ამბები
სად წაიღო გოგი წულაიამ საღორიის ტყეში მოჭრილი ხე (ფოტო)
FaceBook
პარტია "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, გოგი წულაიამ მის მიერ საღორიის ტყეში მოჭრილი ხის მორები სოციალურად დაუცველ ოჯახს მიუტანა.

გოგი წულაიას თქმით, საღორიის ტყეში გამხმარი ხეები ლპება. მან ადგილობრივ მთავრობას მოუწოდა სოციალურად დაუცველ მოსახლეობას წაქცეული ხეებით სარგებლობის უფლება მისცეს. 

"მოვუწოდებ ხელისუფლებას და მოსახლეობას, თუ სადმე ნახავთ წაქცეულ ხეს, ვისიც არ უნდა იყოს, რადგან ხელისუფლებას მეტი ტვინი არ აქვს, დაჭერით, წაიღეთ. თუ დაგაჯარიმებენ უთხარით წულაია რატომ არ დააჯარიმეთ-თქო?", - ამბობს გოგი წულაია.



გოგი წულაიამ "თავისუფალი საქართველოს" სხვა წარმომადგენლებთან ერთად, ხის მორები ე.წ. "დაჩების" დასახლებაში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ ოჯახს საჩუქრად გადასცა.

ქეთევან გაგოშაშვილი ამ დასახლებაში მეუღლესთან ერთად ცხოვრობს. მეუღლე მეორე ჯგუფის შშმ პირია. მისი თქმით ოჯახი იკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს. 

"ძალიან ბევრი ასეთი გამხარი ხეებია ირგვლივ, ვერ ვიყენებთ და ტყვილა ლპება. გვეშინია, რადგან 500 ლარით დაგვაჯარიმეს შარშან", - ამბობს ქეთევან გაგოშაშვილი.


გოგეშაშვილების საცხოვრებელი სახლი
Print