ახალი ამბები
ქუთაისის მერიის თანამშრომლის მიერ საარჩევნო კოდექსის დარღვევის ფაქტს ცესკო იკვლევს
FaceBook
"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ქუთაისის ფილიალმა საჯარო მოხელის მიერ წინასაარჩევნო აგიტაციის წესების დარღვევის ფაქტის შესწავლის მიზნით, ცესკოს მიმართა.

საუბარია, ქუთაისის მერიის ზედამხედვლობის სამსახურის უფროსის მოადგილე ნუგზარ ხუციბერიძეზე. საჯარო მოხელე მიმდინარე წლის 12 სექტემბერს, მესხიშვილის თეატრში სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო შეხვედრას მერიის სხვა თანამშრომლებთან ერთად ესწრებოდა. 
ამი გარდა, საიას ინფორმაციით, ხუციბერიძემ 2018 წლის 13-14 სექტემბერს სოციალურ ქსელ ფეისბუკში, სამუშაო საათებში, არაერთხელ საჯაროდ განათავსა კანდიდატის მხარდამჭერი ინფორმაცია. 

"მართალია, მერიის სხვა თანამშრომლებიც იმყოფებდონენ, მაგრამ მატი იდენტიფიცირება ვერ მოვახერხეთ", – განმარტავენ  საიაში.

საარჩევნო კოდექსის თანახმად, საჯარო მოხელეს არ აქვს უფლება საამუშაო საათებში განახორციელოს აგიტაცია, ანდა  მიიღოს მონაწილოება საარჩევნო აგიტაციაში. 

შესაბამისად, ქუთაისის მერიის საჯარო მოხელის მიერ წინასაარჩევნო აგიტაციის წესების უგულებელყოფის ფაქტზე,  საია ცესკოს გადაწყვეტილებას ელოდება.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერის, ანა მიქელაძეს თქმით, საიამ ფაქტის შესწავლის მიზნით ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიას მიმართა.

"მიმდინარეობს ფაქტის შესწავლა და მიღებული გადაწყვეტილება მალე იქნება ყველასათვის ცნობილი," – ამბობს ანა მიქელაძე. 

საქართველოს საარჩევნო კოდექსის 45-ე მუხლის თანახმად, წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის მიღება კოდექსის მოთხოვნათა დარღვევით  2000 ლარის ჯარიმას ითვალისწინებს. 


ამავე თემაზე:

ქუთაისში სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო შეხვედრას ადგილობრივი ჩინოვნიკები ესწრებოდნენ
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის
წარმომადგენლები ქალაქის მაჟორიტარ დეპუტატ ზაზა ლომინაძეს შეხვედრაზე
იწვევენ.
12:08 / 20.04.2024
ქუთაისში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები ქალაქის მაჟორიტარ დეპუტატ ზაზა ლომინაძეს შეხვედრაზე იწვევენ.
„ქალები ვირჩევთ ევროპას“ - ამ სახელწოდებით, ქუთაისში, რუსული
კანონის წინააღმდეგ დღეს აქცია გაიმართება.
11:02 / 20.04.2024
„ქალები ვირჩევთ ევროპას“ - ამ სახელწოდებით, ქუთაისში, რუსული კანონის წინააღმდეგ დღეს აქცია გაიმართება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.