ახალი ამბები
ვუმასპინძლებთ მაღალი დონის მატჩებს - წყალტუბოში თანამედროვე სტანდარტების სტადიონი ეწყობა
FaceBook
წყალტუბოში, ცენტრალური სტადიონის რეაბილიტაციის პროექტი მიმდინარე წლის ნოემბერში დასასრულდება.  

მუნიციპალიტეტის ცენტრალურ სტადიონზე უკვე მოწყობილია თანამდეროვე სტანდარტების ბუნებრივი საფარის მოედანი. ამ ეტაპზე ტრიბუნების, ლოჟების, სარბენი ბილიკებისა და სველი წერტილების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. 

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის პრესცენტრის ინფორმაციით, სამუშაოებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილია 458 000 ლარი. 

"წყალტუბოში ხორციელდება ცენტრალური სტადიონის რეაბილიტაციის პროექტი, რომელიც სრულად დააკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტების მოთხოვნებს. საშუალება გვექნება და წყალტუბოში ვუმასპინძლებთ მაღალი დონის მატჩებს, რაც ხელს შეუწყობს წყალტუბოს ტურისტული პოტენციალის განვითარებას" -  ამბობს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გრიგოლ იოსელიანი.

პრესცენტრში განმარტავენ, რომ საბოლოო ჯამში სტადიონი თანამედროვე სტანდარტების იქნება, სადაც 3500 ადგილიანი ტრიბუნა და VIP ლოჟები მოეწყობა. ასევე, დამონტაჟდება ოპერატორებისთვის განკუთვნილი ბოძები, შემოიღობება და გალამაზდება სტადიონის მიმდებარე ტერიტორია.

წყალტუბოში სტადიონის მოწყობას ადგილობრივი თითმმართველობა, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად ახორციელებს.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
იმერეთსა და საქართველოს კიდევ რამდენიმე
რეგიონში ჩატარებული საპოლიციო პრევენციული ღონისძიებების შედეგად,
ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო
შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 7 პირი დააკავეს.
12:14 / 20.07.2026

იმერეთსა და საქართველოს კიდევ რამდენიმე რეგიონში ჩატარებული საპოლიციო პრევენციული ღონისძიებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 7 პირი დააკავეს.

ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე ბაზარში
დღეს გამთენიისას გაჩენილმა ხანძარმა 13 სავაჭრო ჯიხური
გაანადგურა.
12:04 / 18.07.2026

ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე ბაზარში დღეს გამთენიისას გაჩენილმა ხანძარმა 13 სავაჭრო ჯიხური გაანადგურა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.