ახალი ამბები
წყალტუბოს ბაღში აღსაზრდელების მოწამვლის ფაქტს ფინანსთა სამინისტრო იძიებს
FaceBook
წყალტუბოს საბავშვო ბაღში აღსაზრდელების მოწამვლის ფაქტი გამოძიებისთვის ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური გადაეცა.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 197-ე მუხლით არის დაწყებული, რაც ფალსიფიცირებული ნივთის უკანონო გასაღებას გულისხმობს. დანაშაული ისჯება ჯარიმით ან გამოსასწორებელი სამუშაოთი ორ წლამდე ვადით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე. 

რამდენიმე დღის წინ, წყალტუბოს რაიონის ბაღებიდან სახლში დაბრუნებულ 25 ბავშვს მოწამვლის სხვადასხვა ნიშანი აღენიშნებოდათ. ისინი ინტოქსიკაციის ნიშნებით ქუთაისის საავადმყოფოში გადაიყვანეს. მშობლების თქმით, მათ მუცლის ტკივილი, ღებინება და მაღლი სიცხე აღენიშნებოდათ.

ამავე თემაზე: 

წყალტუბოს საბავშვო ბაღში მოწამლული ბავშვები მკურნალობას ქუთაისის საავადმყოფოში გადიან
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისის მერი დავით ერემეიშვილი ამბობს, რომ ლადო მესხიშვილის
სახელობის დრამატულ თეატრში წვიმის შედეგად სცენაზე წყლის ჩასვლის
შესახებ ინფორმაცია არ აქვს.
13:55 / 01.11.2026
ქუთაისის მერი დავით ერემეიშვილი ამბობს, რომ ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატულ თეატრში წვიმის შედეგად სცენაზე წყლის ჩასვლის შესახებ ინფორმაცია არ აქვს.
ქუთაისის მერი დავით ერემეიშვილი ოპერის თეატრში სარეაბილიტაციო
სამუშაოების გაჭიანურების მიზეზად შენობაში 2012 წლამდე ჩატარებულ
სამუშაოებს ასახელებს.
14:19 / 30.10.2026

ქუთაისის მერი დავით ერემეიშვილი ოპერის თეატრში სარეაბილიტაციო სამუშაოების გაჭიანურების მიზეზად შენობაში 2012 წლამდე ჩატარებულ სამუშაოებს ასახელებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.