ახალი ამბები
წყალტუბოს საბავშვო ბაღში მოწამლული ბავშვები მკურნალობას ქუთაისის საავადმყოფოში გადიან
FaceBook
წყალტუბოს საბავშვო ბაღში მოწამლული ბავშვები მკურნალობის ჩასატრებალდ ქუთაისის ჰოსპიტალ "მედიქალ სითი"- ში გადაიყვანეს.

მშობლების თქმით, მათ მუცლის ტკივილი, ღებინება და მაღლი სიცხე აღენიშნებოდათ.

ინფექციურ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის თქმით, ამჟამად 11 პაციენტი გადის სტაციონალურ მკურნალობას, მათგან ნაწილს უკვე დაუდგინდა კვებითი ინტოქსიკაცია.

მისივე თქმით, აღნიშნული დაავადების გადადება რძის ნაწარმითა და ბოსტნეულით ხდება.

დღესვე საავადმყოფოში ბავშვები მოინახილა დაავადებათა კონტროლის თავმჯდომარის კოადგილემ პაატა იმნაძემ, მისი თქმით გამოძიება დაადგენს თუ რამ გამოიწვია მცირეწლივნების მოწამვლა.

რამდენიმე დღის წინ, წყალტუბოს რაიონის ბაღებიდან სახლში დაბრუნებულ 25 ბავშვს მოწამვლის სხვადასხვა ნიშნები აღენიშნებოდათ. ისინი ინტოქსიკაციის ნიშნებით ქუთაისის საავადმყოფოში გადაიყვანეს.


Print