ახალი ამბები
„ცრუ ინფორმაცია გაავრცელეს“ - მოუგო თუ არა ქუთაისის მერიამ პროცესი „სახლი #1-ს“
FaceBook
სამშენებლო კომპანია "სახლი #1", რომელსაც, შესაძლოა, ორი სართულის დემონტაჟი მოუხდეს, მერიის მიერ, კომპანიისთვის სასამართლო დავის მოგების შესახებ გავრცელებულ განცხადებას უარყოფს.
კომპანიის იურისტი, ერმილე ჭეიშვილი ამბობს, რომ სინამდვილეში არც ერთი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვა არ მომხადრა და მერიამ ცრუ ინფორმაცია გაავრცელა.

კომპანიის წარმომადგენლები 19 სექტემბერს შესაბამისი დოკუმენტაციის გასაჯაროებას გეგმავენ.

"ეს არის ცრუ ინფორმაცია. საქმის განხილვა არ მომხდარა არც ერთ ინსტანციაში. ჩვენ გავასაჩივრეთ მერიის მიერ გამოცემული აქტი სართულების დემონტაჟის შესახებ და ეს არ დააკმაყოფილა სასამართლომ, მაგრამ არავითარი გადაწყვეტილება მიღებული არ არის. ვერ გეტყვით მერი არ არის არის ამის შესახებ ინფორმირებული თუ რატომ შეჰყავთ საზოგადოება შეცდომაში. ჩვენ ახლა ველოდებით აღსრულებისგან შესაბამის დასტურს, რომ დემონტაჟი არის შეჩერებული და ხვალ წარვადგენთ ყველა დოკუმენტს", - ამბობს სახლი #1-ის იურისტი, ერმილე ჭეიშვილი.

ქუთაისის მერიამ სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 20 ივნისის განჩინება 17 სექტემბერს გაავრცელა. დოკუმენტში წერია, რომ სასამართლომ არ დააკმაყოფილა სახლი #1-ის შუამდგომლობა, რომელიც მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ 5 აპრილსა და 10 თებერვალს გამოცემული დადგენილებისა და აღსრულების ფურცლის მოქმედების შეჩერებას შეეხებოდა.

"თუ დამრღვევი ნებაყოფლობით არ განახორციელებს დემონტაჟს,  დაიწყება იძულებით აღსრულება. აღნიშნულზე შედგენილია დემონტაჟის პროექტი და ხარჯთაღრიცხვა. გამოცხადებული იყო ელექტრონული ტენდერი დემონტაჟის ჩატარების თაობაზე, რომელიც არ შედგა. ამჟამად მერია განმეორებითი ტენდერის გამოცხადებისთვის ემზადება",-ნათქვამია ქუთაისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

თამარ მეფის ქუჩაზე შვიდ სართულიანი კორპუსის მშენებლობა კომპანია "სახლი N 1"-მა გასულ წელს დაასრულა. ქალაქის ცენტრში სამშენებლო ნორმების დარღვევა ზედამხედველობის სამსახურმა მას შემდეგ აღმოაჩინა, როცა კომპანიას უკანონო სართულები უკვე აშენებული ჰქონდა. კანონდარღვევის აღმოჩენა ქალაქში ახალი ხელისუფლების მოსვლას დაემთხვა. მერიამ ფაქტიც თავად გაასაჯაროა და კანონის დაცვისკენ სხვა სამშენებლო კომპანიებსაც მოუწოდა.

შენობის ნაწილის დემონტაჟში ქუთაისის მერია 70 000 ლარის გადახდას აპირებს, თუმცა, დანგრევის შემთხვევაში, საბოლოოდ, ამ თანხის ანაზღაურება მშენებელ კომპანიას მოუწევს.


ამავე თემაზე:


ქუთაისში, კორპუსის ნაწილის იძულებითი დემონტაჟის თანხას, მშენებელი კომპანია გადაიხდის

ქუთაისის მერიამ, 7 სართულიანი კორპუსის ნაწილის დემონტაჟისთვის, ტენდერი გამოაცხადა


ბრძოლა უკანონო მშენებლობის წინააღმდეგ და სამაგალითოდ დასჯილი კომპანია (ფოტო)



Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
15:21 / 19.04.2024
"ოქროს ჩარდახის“ რეაბილიტაცია, რომლის პროექტმაც საზოგადოების გარკვეულ წრეებში პროტესტი გამოიწვია, დასრულდა.
საქართველოში ოფშორების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური წელს გახდა.
14:08 / 19.04.2024
საქართველოში ოფშორების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური წელს გახდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.