ახალი ამბები
სპეციალურ პედაგოგთა ხელფასი 400-500 ლარის ფარგლებში განისაზღვრება
FaceBook
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა მთავრობის წევრებს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებთან მომუშავე პედაგოგებისთვის სტატუსი მინიჭების საკითხი წარუდგინა.

მიხეილ ბატიაშვილი მიიჩნევს, რომ ხარისხიანი ინკლუზიური განათლების მისაღებად, განსხვავებული შესაძლებლობების მქონე პირებს აუცილებელია თანაბრად ხელმისაწვდომი საგანმანათლებლო გარემო ჰქონდეთ, რაშიც უმნიშვნელოვანესი როლი სპეციალურ მასწავლებელს ენიჭება.

აღსანიშნავია, რომ პედაგოგთა ფუნქციებში შედის როგორც მოსწავლის საჭიროებების გათვალისწინება და მასთან ინდივიდუალური და ჯგუფური მუშაობა, ასევე სკოლის ადმინისტრაციისათვის, მასწავლებლებისა და მშობლებისათვის რეკომენდაციების შემუშავება, ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შედგენა, ალტერნატიული სასწავლო რესურსების შექმნა-მოძიება და სხვა.

2018 წლის 20 ივლისს, "ზოგადი განათლების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანამდე, სპეციალურ მასწავლებელს სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლის სტატუსი ჰქონდა. შესაბამისად, მათზე არ ვრცელდებოდა კანონით გათვალისწინებული სოციალური შეღავათები, არ ექცეოდა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემაში, არ არსებობდა შრომის ანაზღაურების ზრდის შესაძლებლობა, რაც მათ დემოტივაციას იწვევდა.

ცვლილებების შემდეგ, სპეციალური მასწავლებლის ხელფასის დაანგარიშება საჯარო სკოლის მასწავლებლის მსგავსად, სხვადასხვა კრიტერიუმების მიხედვით განისაზღვრება (განათლება და კვალიფიკაცია, სამუშაო სტაჟი, სამუშაო დატვირთვა და ა. შ.) და მათი საშუალო ხელფასი 400-500 ლარის ფარგლებში განისაზღვრება.

მთავრობის დადგენილებით, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის სწავლების ხელშეწყობისთვის ასვე იცვლება სკოლების დაფინანსება. კერძოდ, თუ სსსმ მოსწავლის ხელშეწყობისთვის ყოველთვიურად საჯარო სკოლა დამატებით 350 ლარით ფინანსდებოდა, ცვლილებების შემდეგ დაფინანსება 500 ლარი გახდება.
მოთხოვნები, რომლებიც მასწავლებლებმა და მასწავლებლობის მაძიებლებმა უნდა დააკმაყოფილონ – ცვლილება კანონში

edu.aris.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა
ბონდო სოფრომაძემ უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე თერჯოლის
საკრებულოს განცხადებით დღეს მიმართა.
15:01 / 01.04.2020
თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა ბონდო სოფრომაძემ უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე თერჯოლის საკრებულოს განცხადებით დღეს მიმართა.

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის
სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით,
09:52 / 01.04.2020

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით,

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.