ახალი ამბები
წერეთლის უნივერსიტეტმა ავტორიზაცია 6 წლის ვადით გაიარა
FaceBook
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტმა სავალდებულო ავტორიზაცია ექვსი წლის ვადით გაიარა.

უნივერსიტეტის რექტორის, გიორგი ღავთაძის თქმით ის ამ შედეგს ელოდა, რადგან დაწესებულებამ დიდი რესურსი ჩადო ამ შედეგის მისაღებად. მისივე თქმით მიღებული ექპსერტთა დასკვნები უფრო უკეთესი დაიდო, ვიდრე პირველი შეფასების დროს იყო. 

"სტუდენტებისთვის ეს ნიშნავს, რომ არიან ძლიერი და ღირსეული უნივერსიტეტის სტუდენტები და ის ნაკლოვანებები, რაც ავტორიზაციის პროცესში გამოჩნდა ვალდებულება გვაქვს რომ გამოვასწოროთ და ეს ნიშნავს იმას, რომ სტუდენტები ყოველი სემესტრის, წლის შემდეგ კიდევ უფრო ძლიერ უნივერსიტეტში ისწავლიან", - ამბობს გიორგი ღავთაძე. 

ავტორიზაცია ეს არის გარე შეფასების მექანიზმი, რომელიც ადგენს დაწესებულების თვითშეფასების შედეგების შესაბამისობას სახელმწიფოს მიერ დადგენილ სტანდარტებთან და ის ყველა აკრედიტირებული უმაღლესი სასწავლებისთვის სავალდებულოა. 

ავტორიზაციის პროცესში ყურაღება ექცევა საგანმანათლებლო დაწესებულების ორგანიზაციული სტრუქტურას და მართვას, საგანმანათლებლო პროგრამებს, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების პერსონალს, ასევე, სტუდენტებს და მათი მხარდაჭერის ღონისძიებებს, უნივერსიტეტების კვლევას, განვითარებას, ასევე მნიშვნელოვანია მათი მატერიალურ, საინფორმაციო და ფინანსური რესურსები.


ამავე თემაზე:

ევროპული სტანდარტებით სწავლება - წერეთლის უნივერსიტეტის გამოწვევები და მზადება ავტორიზაციისთვის

წერეთლის უნივერსიტეტი ავტორიზაციის მოლოდინში - გადაცემა
Print