ახალი ამბები
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართვა მძღოლებს
FaceBook
შინაგან საქმეთა სამინისტრო მძღოლებს მოუწოდებს, ვიდეოჯარიმის შესახებ ინფორმაციის დროულად მიღებისთვის, გადაამოწმონ საკუთარი საკონტაქტო მონაცემების ვალიდურობა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო მთელი საქართველოს მასშტაბით აგრძელებს ვიდეოსამეთვალყურეო სისტემის განვითარებას, რომლის მიზანია საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის დაფიქსირება.

ამის პარალელურად, მნიშვნელოვანია, შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სისტემაში რეგისტრირებული იყოს თითოეული მოქალაქის რეალური საკონტაქტო ინფორმაცია - რეგისტრაციის ადგილი, მისამართი და მობილურის მოქმედი ნომერი. მხოლოდ ამ შემთხვევაშია შესაძლებელი საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის შესახებ მოქალაქის დროული ინფორმირება.

მოსახლეობას შევახსენებთ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის შემთხვევაში ჯარიმის მიღების წესებს. კერძოდ, "ჭკვიანი" კამერების მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის დაფიქსირებისას, დამრღვევ მოქალაქეს, სისტემაში დაფიქსირებულ მის მობილური ტელეფონის ნომერზე, მყისიერად ეგზავნება მოკლე ტექსტური შეტყობინება, სადაც დეტალურად არის აღწერილი დარღვევის ადგილი, დრო, გადახდის ვადები და პროცედურები.

ჯარიმის შესახებ მოკლე ტექსტური შეტყობინების მიღებიდან 10 დღის განმავლობაში გადახდის შემთხვევაში, მოქალაქე სარგებლობს 20% -იანი შეღავათით.
იმ შემთხვევაში, თუ პირი ვიდეოჯარიმას მოკლე ტექსტური შეტყობინების მიღებიდან 10 დღის ვადაში არ გადაიხდის, საჯარიმო ქვითარი, რეგისტრაციის ადგილის მიხედვით, მას ფოსტის მეშვეობით ეგზავნება, ხოლო ვიდეოჯარიმის რეგისტრაციის ადგილის მიხედვით ჩაუბარებლობის შემთხვევაში, 30-დან 60 დღის ვადაში, პირს ვიდეოჯარიმა განმეორებით ეგზავნება.

საჯარიმო ქვითრის ფოსტის მეშვეობით ორჯერ ჩაუბარებლობის შემთხვევაში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს საჯარიმო ქვითრის საჯაროდ გამოქვეყნებას ოფიციალურ ვებ-გვერდზე: police.ge

აღნიშნული წესი ამოქმედდა 2017 წლის 1 ნოემბრიდან ძალაში შესული რეგულაციით, რომლის თანახმად, ვიდეოჯარიმის ქვითარი სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე - პოლიცე.გე-ზე საჯაროდ ქვეყნდება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, თითოეულ მოქალაქეზე სისტემაში ფიქსირდებოდეს რეალური და სწორი მონაცემები. შესაბამისად, მოვუწოდებთ მოსახლეობას, ჯარიმების შესახებ ინფორმაციის დროულად მიღების მიზნით, გადაამოწმონ საკუთარი მონაცემების ვალიდურობა, აგრეთვე, რეგისტრაციის ადგილის ან მობილური ტელეფონის ნომრის შეცვლის შემთხვევაში, დროულად უზრუნველყონ სისტემაში მონაცემების განახლება. აღნიშნულის განხორციელება შესაძლებელია შინაგან საქმეთა სამინისტრო მომსახურების სააგენტოს ნებისმიერ ფილიალში ან საპატრულო პოლიციის მომსახურების ერთიან ცენტრში.

შეგახსენებთ, რომ ამ ეტაპზე, ქვეყნის მასშტაბით უკვე დამონტაჟებულია 536 "ჭკვიანი" ვიდეოკამერა, მათ შორის, სიჩქარის მზომი სექციური რადარები. წლის ბოლომდე, ქვეყანაში ვიდეოსამეთვალყურეო სისტემის განვითარების ფარგლებში სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, როგორც მაგისტრალურ გზებზე, ასევე, შიდა საქალაქთაშორისო გზებზე, დაგეგმილია დამატებით 1 200 "ჭკვიანი" ვიდეოკამერის ამოქმედება.






Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, საერთაშორისო ფორუმი 
15:40 / 21.06.2024
ქუთაისში, საერთაშორისო ფორუმი  "ქალაქების შესაძლებლობების გაძლიერება“  მიმდინარეობს, რომელსაც ქალაქი უკვე მეოთხედ მასპინძლობს.
ბაღდათის მუნიციპალიტეტში, 20 ივნისის ღამით მოსული უხვი ნალექის
შედეგად, მდინარე ხანისწყალი ადიდდა.
11:51 / 21.06.2024
ბაღდათის მუნიციპალიტეტში, 20 ივნისის ღამით მოსული უხვი ნალექის შედეგად, მდინარე ხანისწყალი ადიდდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.