ახალი ამბები
„ეს არის წინასაარჩევნო პიარი“-ოპოზიციამ ქუთაისში ქუჩების რეაბილიტაციას მხარი არ დაუჭირა
FaceBook
ქუთაისის საკრებულოს ოპოზიციამ ქალაქის ბიუჯეტში 2 868 400 ლარის ცვლილებას მხარი არ დაუჭირა.
აღმასრულებლის თქმით, ეს თანხა, რომელიც ქალაქმა რეგიონალური განვითარების ფონდიდან მიიღო, სრულად მოხმარდება იაშვილის, ბარათაშვილისა და დუმბაძის ქუჩების რეაბილიტაციას.

ოპოზიცია კი, არჩევნებამდე ორი თვით ადრე ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსებას წინასაარჩევნო პიარად აფასებს.

"ფაქტიურად დაწყებულია წინასაარჩევნო პერიოდი და სწორედ ამ დროს ხდება საბიუჯეტო ცვლილებები, რაც არასწორია. მერია ამას აკეთებს წინასაარჩევნოდ პიარისთვის. გარდა ამისა, ჯერ ის სამუშაოებიც არ აქვთ დასრულებული, რაც დაიწყეს. შესაბამისად, ამ ცვლილებას მხარს ვერ დავუჭერთ",-განაცხადა ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა, ბესიკ ბრეგაძემ.

ოპონენტის ბრალდებებს საკრებულოს თავმჯდომარემ უპასუხა. ნიკოლოზ ლატარიას თქმით, საარჩევნოდ მმართველ გუნდს ჯერ არც საკუთარი კანდიდატი ჰყავს და არც მხარდაჭერა გამოუცხადებია ვინმესთვის.

"ჩვენ კანდიდატი არ გვყავს.  მეორეც,  მიგვაჩნია, რომ ძალიან კარგი პროექტებია და თუ დამატებით სამი ქუჩა გაკეთდება, ეს იქნება მისასალმებელი ნებისმიერი ქუთაისელისთვის. ჩვენი გუნდი უახლოეს მომავალში გამოაცხადებს ვის დაუჭერს მხარს, თუმცა, ეს პროექტები არჩევნებთან არანაირ კავშირში არ არის",- განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარემ.

საკრებულოს ოპოზიციამ მერიას ასათიანის, თბილისისა და რუსთაველის ქუჩებზე  გაჭიანურებული სამუშაოებიც შეახსენა და განაცხდა, რომ ქალაქის ხელისუფლბა თავს ვერ ართმევს დაკისრებულ მოვალეობას.

ოპოზიციის წინააღმდეგობის მიუხედავად, ქალაქის ბიუჯეტში ცვლილება მაინც დამტკიცდა. მერიის საფინანსო სამსახურის ინფორმაციით, რეგიონალური განვითარების ფონდიდან თანხის გადმორიცხვის შემდეგ, ქალაქის ბიუჯეტმა 66 370 600 ლარი შეადგინა.

მიმიდნარე წელს რგფ-მ ქუთაისს 11 მილიონ ლარამდე უკვე გამოუყო.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისის მერიამ, 4 წლის წინ ჩამონგრეული სახლის რეაბილიტაციისთვის
საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენაზე ტენდერი
ახლა გამოაცხადა.
15:30 / 19.03.2025
ქუთაისის მერიამ, 4 წლის წინ ჩამონგრეული სახლის რეაბილიტაციისთვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენაზე ტენდერი ახლა გამოაცხადა.
24 მარტიდან, ჭიათურელი მაღაროელები
საპროტესტო აქციების დედაქალაქში გადატანას აპირებენ.
13:31 / 19.03.2025
24 მარტიდან, ჭიათურელი მაღაროელები საპროტესტო აქციების დედაქალაქში გადატანას აპირებენ.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.