ახალი ამბები
ბაღდათში გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
FaceBook
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ბაღდათში, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებს ადგილობრივები ფიზიკურად გაუსწორდნენ.
დაპირისპირება მას შემდეგ მოხდა, რაც გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.

სამინისტროს ინფორმაციით, მოქალაქეები, რომლებიც 4 ერთეული თხმელას სახეობის მორის უკანონო ტრანსპორტირებას ახდენდნენ, თანამშრომლების მოთხოვნას - გაეჩენებინათ ავტომანქანა, არ დაემორჩილნენ, რის საფუძველზეც, დეპარტამენტის თანამშრომლებმა განახორციელეს ავტომანქანის დევნა.

ავტომანქანის იძულებითი გაჩერების შემდეგ, ერთ-ერთი მოქალაქე დეპარტამენტის თანამშრომლებს ფიზიკურად გაუსწორდა. მან ერთ-ერთ თანამშრომელს სხეულის დაზიანება თავის არეში მიაყენა.

ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა, რომელმაც თანამშრომლები სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, ხოლო, სამართალდამრღვევი ბაღდათის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა დააკავეს. მას 5000 ლარიანი გირაო, პატიმრობის უზრუნველყოფით შეეფარდა.

საქმეს ბაღდათის რაიონული სამმართველო იძიებს.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
პარტია
10:48 / 03.08.2020
პარტია "თავისუფალი საქართველოს" თანათავმჯდომარე გოგი წულაია ბიძინა ივანიშვილსა  და  "ქართული ოცნების" შტაბშს ბოქლომსა და ჯაჭვს უგზავნის.
დასავლეთ საქართველოში კვირის
განმავლობაში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
10:00 / 03.08.2020
დასავლეთ საქართველოში კვირის განმავლობაში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.