ახალი ამბები
სანატრელი ლურჯი ცეცხლი მესხეთში (ვიდეო)
FaceBook

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ბუნებრივი აირის გარეშე დარჩენილ 700-მდე ოჯახს ბუნებრივი გაზი ექნება.


საუბარია ზედა და ქვედა მესხეთზე, სადაც ადგილობრივები სოფლების დაარსების დღიდან ბუნებრივი აირის გარეშე ცხოვრობდნენ.

გაზის არარსებობის გამო, ქვიტირის თემში შემავალ სოფელ ზედა მესხეთს ადგილობროვები "ცივილიზაციას მოწყვეტილს" უწოდებდნენ და საკვებსაც ამ დრომდე შეშის ღუმელზე ამზადებდნენ. გათბობის ერთადერთ საშუალებასაც სწორედ ეს ღუმელი წარმოადგენდა.

მესხეთელი დიასახლისები თავიანთ სამზარეულოებში "სანატრელ ლურჯი" ცეცხლის ანთებას წლის ბოლოს ელოდებიან.

ზესა და ქვედა მესხეთში გაზიფიცირების სამუშაოებს, სახელმწიფო დაფინანსებით, "სოკარ ჯორჯია გაზი" ახორციელებს.

"ჩვენ შევძელით მოქალაქეების თხოვნის დაკმაყოფილება და დღეს უკვე ზედა მესხეთსა და ქვედა მესხეთში დაწყებულია გაზიფიცირების სამუშაოები.
ეს ადგილობრივების მოთხოვნა იყო წლების მანძილზე," - აცხადებს წყალტუბოს მერი გრიგოლ იოსელიანი.

გაზის გარეშე დარჩენილ სოფელში ბუნებრივი აირის მიწოდებას, ამავე სოფლის რწმუნებული თემურ ჭეიშვილი ჯერ კიდევ 2017 წლისთვის პირდებოდა მოსახლეობას.

ამავე თემაზე:

ცივილიზაციას მოწყვეტილი იმერული სოფლის ევროპული ალტერნატივა (ვიდეო)

Print