ახალი ამბები
ქუთაისში სკეიტ პარკის მშენებლობა აგვისტოს ბოლოს დასრულდება
FaceBook
ქუთაისში, მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკში, სკეიტ პარკის მშენებლობის მეორე ეტაპი მიმდინარეობს.
სამშენებლო ტერიტორიაზე უკვე დაიწყო ე.წ მოდულების მონტაჟი.

სამუშაოები ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ დაათვალიერა. მისი თქმით, სკეიტ პარკი ქუთაისელ ახალგაზრდებს თვის ბოლოს ექნებათ.

ქუთაისის მერიამ მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკში, სკეიტ პარკის მშენებლობისთვის ტენდერი ორჯერ გამოაცხადა. პირველად ტენდერის ღირებულება 6000 ლარს შეადგენდა, თუმცა, მისით არავინ დაინტერესდა. ამის შემდეგ მერიამ სამუშაოების შესასყიდად ტენდერი 35-ჯერ გაზრდილ თანხაზე,   210 000 ლარზე გამოაცხადა.

განმეორებით ტენდერში შპს "დაკიმ" გაიმარჯვა, რომელიც სკეტ პარკის მოწყობისთვის 200 000 ლარს მიიღებს.

სამუშაოები სრულად ფინანსდება ადგილობრივი ბიუჯეტიდან.

ქუთაისში სკეტ პარკის მოწყობას ახალგაზრდები რამდენიმე წლის განმავლობაში ითხოვდნენ.



ამავე თემაზე:

ქუთაისის „მოსწავლე ახალგაზრდობის პარკში“ სკეიტ-პარკი მოეწყობა

"გვჭირდება სასრიალო მოედანი, რომელსაც დაგვპირდნენ" - ქუთაისელი სკეიტერების მოთხოვნა


ქუთაისში სკეიტპარკი გაიხსნება

Print