ახალი ამბები
სამტრედიაში მცხოვრებ ქალს მეხუთე დღეა ეძებენ
FaceBook
სამტრედიაში მცხოვრებ 49 წლის ქალს ოჯახის წევრები მეხუთე დღეა ეძებენ.

სამართალდამცველებმა მის კუთვნილ ავტომანქანას გრიგოლეთის გზაზე, სანაპიროდან დაახლოებით 100 მეტრში მიაგნეს.

ოჯახის წევრების თქმით, ქალმა წერილი დატოვა, რის საფუძველზეც ისინი ვარაუდობენ, რომ მან თავი მოიკლა.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

როგორც უწყებაში ამბობენ, დაკარგულის ადგილმდებარეობის დასადგენად მიმდინარეობს სამძებრო ღონისძიებები.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, პარფიუმერიის მაღაზია
10:40 / 23.09.2023
ქუთაისში, პარფიუმერიის მაღაზია "ისი-პარი" გატეხეს.
16:15 / 22.09.2023
"ქუთაისიპოსტი" გთავაზობთ გადაცემათა ციკლს, რომელშიც საუბარი შეეხება ადამიანის უფლებებსა და ამ მიმართულებით დღეს არსებულ გამოწვევებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.