ახალი ამბები
ქუთაისის მერიის ზედამხედველობის სამსახურში ხუთშტატიანი განყოფილება შეიქმნა
FaceBook
ქუთაისის მერიაში ადამიანის უფლებების დაცვის ზედამხედველობის განყოფილება შეიქმნა, სადაც ხუთი ადამიანი დასაქმდება.
განყოფილება, რომელიც მერიის ზედამხედველობის სამსახურის დაქვემდებარებაში იქნება, ოპერატული ფუნქციებით  აღიჭურვება. მოქალაქის შეტყობინების შემთხვევაში, თანამშრომლები ადგილზე გავლენ და კანონდარღვევის ფაქტს აღკვეთენ.

მათი საქმიანობა შეეხება მაგალითად, თამბაქოს რეკლამირებას, ხმაურის შესახებ კანონის დარღვევას და სხვა რეგულაციებს. განყოფილების თანამშრომლებს მოქალაქეების დაჯარიმების უფლებაც ექნებათ.

მერიაში,  დამატებითი შტატების შექმნას,  წინასაარჩევნოდ პოლიტიკური აქტივის მობილიზაციად აფასებს ოპოზიცია. საკრებულოს დეპუტატის, მერაბ მეშველიანის თქმით, ამასთანავე,  ეს 50 000 ლარამდე გაზრდის ბიუჯეტის ხარჯს.

"ამ ფუნქციების შესრულება სამსახურს არსებული რესურსითაც შეეძლო, მაგრამ ფაქტია, რომ ეს არის პოლიტიკური აქტივის მობილიზაცია წინასაარჩევნოდ",- ამბობს "ევროპული საქართველოს" დეპუტატი, მერაბ მეშველიანი.

მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის, ზვიად ჯავახიას თქმით, ახალ შტატებზე სახელფასო ანაზღაურება მინიმალური იქნება.

"ხელფასი იქნება 550 და 650 ლარი. ხუთი თანამშრომელი არ არის დიდი შენაძენი ჩვენი სამსახურისთვის, მაგრამ ვეცდებით არსებული რესურსებით შევასრულოთ ჩვენი ფუნქციები", - განაცხადა ზვიად ჯავახიამ.

მისივე თქმით, ახალი განყოფილების შექმნა "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" შეტანილმა ცვლილებებმა განაპირობა, რაც თვითმმართველ ერთეულებს დამატებით ზედამხედველობით ფუნქციებს აკისრებს.

მერიის ახალი თანამშრომლები კონკურსის წესით შეირჩევიან.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
წყალტუბოში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთი ადამიანი დაჭრეს.
16:38 / 25.04.2024
წყალტუბოში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთი ადამიანი დაჭრეს.
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა თერჯოლის მუნიციპალიტეტს თავის საკუთრებაში
არსებული, გარე განათების მეორადი სანათები გადასცა.
13:02 / 25.04.2024
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა თერჯოლის მუნიციპალიტეტს თავის საკუთრებაში არსებული, გარე განათების მეორადი სანათები გადასცა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.