ახალი ამბები
მეშახტეები, მოთხოვნების შესრულების შემთხვევაში, მუშაობას აგვისტოდან განაახლებენ
FaceBook
ტყიბულში, ქალაქის ცენტრში მეორე დღეა მეშახტეების აქცია მიმდინარეობს.

დასაქმებულები საქნახშირის გენერალურ დირექტორს უნდობლობას უცხადებენ და ჯამბულ ჯაყელის თანამდებობიდან გადაყენებას ითხოვენ.

მათი თქმით, ადმინისტრაციაში ამ დრომდე მუშაობენ ადამიანები, რომელთა გათავისუფლებასაც აქციის მონაწილეები ითხოვდნენ.

ისინი ინდუსტრიული ჯგუფის ხელმძღვანელს დავით ბეჟუაშვილს მიმართავენ, ადმინისტრაციაში ახალი კადრები, მოკვლევის დასრულებამდე, მათთან შეთანხმებით დანიშნოს. ამ შემთხვევაში, მზად არიან, პირველი აგვისტოდან შახტში მუშაობა განაახლონ.

უცვლელი რჩება მათი მოთხოვნები, მოლაპარაკების პროცესში პრემიერ მინისტრის ჩართვის თაობაზე და შახტში მუშაობის აღდგენამდე ოფიციალური დოკუმენტით დადასტურდეს მათი ანაზღაურების მიღების საკითხი. 

შეკრებილები აქციაზე სხვადასხვა რეგიონის საწარმოებში დასაქმებულებსაც ელოდებიან.

აქციას, რომელიც ტყიბულში 23 ივლისს დაიწყო,  ორგანიზებას დარგობრივი პროფესიული კავშირის და საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების წარმომადგენლები უწევენ.  მათ მთავრობის მიმართ ხუთპუნქტიანი მოთხოვები აქვთ.

გაერთიანებული პროფკავშირების ხელმძღვანელი, თამაზ დოლაბერიძე ფიქრობს, რომ კონკრეტული პირების თანამდებობიდან გადაყენება შახტში მდგომარეობას ვერ გააუმჯობესებს. მისი თქმით, აუცილებელია შახტების დროებითი კონსერვაცია, ადგილზე ექსპერტების ჩართვა და სახელმწიფოს მხრიდან უსაფრთხეობის ნორმების გაკონტროლება. დოლაბერიძე მიიჩნევს, რომ მხოლოდ ამის შემდეგ უნდა აღდგეს მუშაობა შახტში, მანამდე კი დასაქმებულებს ანაზღაურების მიღების გარანტია უნდა მიეცეთ.

აქციის პირველივე დღეს ტყიბულის მინდელის შახტში ადმინისტრაციის ნაწილმა თანამდებობები დატოვა.

საქნახშირის გენერალურმა დირქტორმა მეშახტეთა მოთხოვნით თანამდებობიდან გაათავისუფლა წარმოების დირექტორი გია ქარქაშაძე, შახტის დირექტორი აკაკი ახვლედიანი და მთავარი ინჟინერი გიზო კირკიტაძე.

თავად გენერალური დირექტორი, ჯამბულ ჯაყელი თანამდებობას მას შემდეგ დატოვებს, რაც კომპანიაში ტექნიკური სამუშაოები და კვლევა დასრულდება.

ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში 16 ივლისს, ოთხი მუშა დაიღუპა, 6 კი დაშავდა. ისინი დამწვრობით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ამავე შახტში კიდევ ერთი უბედური შემთხვევა სამი თვის წინ მოხდა
. 5 აპრილს აფეთქების შედეგდ ჩამოშლილი მასისგან გამოწვეულმა ჰაერის დიდმა ტალღამ 6 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, სამი კი დაშავდა.

შახტს საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის შვილობილი კომპანია, "საქნახშირი" მართავს.


ამავე თემაზე:

"გაჩერებას არ ვაპირებთ" - ტყიბულში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

მოხდეს შახტში მომხდარი უბედური შემთხვევების ობიექტური გამოძიება - აქცია ტყიბულში

ტყიბულის შახტის ოსტატები იმერეთის სამხარეო პოლიციაში დაკითხეს

ტყიბულის შახტშტი დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა

ვინ არიან შახტში გარდაცვლილები - 4 მეშახტე, რომელიც სახლში ვერ დაბრუნდა

ტყიბულის შახტში 4 მუშა დაიღუპა, არიან დაშავებულებიც

ტყიბულის შახტში მომხდარ ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

გამოძიების პირველადი ინფორმაცია - რა მოხდა ტყიბულის შახტში?

არჩილ თალაკვაძე - მინდელის მაღარო უნდა დაიხუროს, ვიდრე უსაფრთოების სტანდარტი არ მიიღწევა

ტყიბულის შახტში დაშავებული მუშები თბილისის დამწვრობის ცენტრში გადაიყვანეს

ბოლო 3 თვეში ტყიბულის შახტში 10 ადამიანი დაიღუპა, გამოძიება კი ამ დრომდე მიმდინარეობს

ტყიბულში არსებული 25-ვე შახტი დღესვე დაილუქება"
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რიკოთის ახალი მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში,
შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე, ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-იანი
მაგისტრალური გზა ავტოტრანსპორტისთვის დღეიდან გაიხსნა.
14:13 / 26.04.2024
რიკოთის ახალი მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე, ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-იანი მაგისტრალური გზა ავტოტრანსპორტისთვის დღეიდან გაიხსნა.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს,
ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან
შედარებით 95.6 პროცენტით მეტია.
13:08 / 26.04.2024
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 95.6 პროცენტით მეტია.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.