ახალი ამბები
რა მოთხოვნები აქვთ პოტენციურ დამსაქმებლებს ქუთაისში დასაქმების ფორუმზე
FaceBook
"გამოცდილებაზე მეტად, ადამინის წარსულს ვაქცევთ ყურადღებას, ნასამართლევი არ უნდა იყოს".

ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ამ დროისთვის დასაქმების ფორუმი მიმდინარეობს, რომელიც 18:00 საათამდე გაგრძელდება. დასაქმების ფორმუში ელექტრონული რეგისტრაცია 1300 დასაქმების მსურველმა გაიარა. თუმცა, რეგიტრაციის გავლა ადგილზეც არის შესაძლებელი. ფორუმში მონაწილეობას დაახლოებით 70 ორგანიზაცია და 6 პროფესიული სასწავლებელი იღებს.
დასაქმების მსურველსა და პოტენციურ დამსაქმებელს შორის გასაუბრება სფეროების მიხედვით ხდება.
"დაყოფილია იმის მიხედვით, თუ ვის სად და რომელ უწყებაში სურს დასაქმება. გასაუბრება სათითაოდ მოხდება და მოიცავს 4-5 წუთს", - განმარტავენ დასაქმების ფორუმის წარმომადგენლები.
სასულიერო აკადემია, სამედიცინო დაწესებულება "ევექსი", თიბისი ბანკი, მიკროსაფინინანსო ორგანიზაციები, ფეხსაცმელების მაღაზია "ლევანტო", შპს "ჯორჯიან მანგანეზი", "საქნახშირი ჯი-აი-ჯი ჯგუფი", შპს "ათინათი", შპს "ლუკოილ ჯორჯია", "ორიენტი" - ეს იმ ორგანიზაციებისა თუ უწყებების არასრული ჩამოთავალია, რომელიც ფორუმზე მისულ ასობით დასაქმების მსურველებს სამუშაო ადგილს სთავაზობს. "ქუთაისიპოსტი" რადენიმე პოტენციურ დამსაქმებელს გაესაუბრა:
"ჩვენი საწარმო მუშაობს საბავშვო ტკიბლეულის დისტრიბუციაზე. პროფესია გადამწყვეტი არ არის, გამოცდილებას ვაქცევთ უფრო ყურადაღებას. ახლა მხოლოდ ორი ადამიანის დასქმება შეგვიძლია, რომელსაც საშუალოდ 400-500 ლარს გადავუხდით", - განმარტა შპს "ორიენტის" წარმომადგენელმა.
"ჩვენ ვმუშაობთ სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეკეთება მონტაჟზე. ამ დროისთვის მხოლოდ სამი ოთხი ვაკანსია გვაქვს, მაგრამ ჯერ ერთთვიანი სტაჟირება უნდა გაიარონ", - ამბობს შპს "მასტერ სერვისის" წარმომადგენელი.
პროფესიით ინჟინრების  მიღება სურს ტყიბულში მდებარე  საწარმო "საქნახშირი ჯი-აი-ჯი ჯგუფის" წარმომადგენლობას.
"გვინდა ინჟინრები, რომლებსაც აქვთ მუშაობის გამოცდილება და საქმეში არიან ჩახედულები. ჩვენს საწარმოში ათასზე მეტი ადამიანია  დასაქმებული და კიდევ რამდენიმე ათეულის მიღებას ვაპირებთ. მთავარია პრიფესიონალი კადრი  ვნახოთ. რაც შეეხება  ხელფასს, 800 ლარამდე გადავიხდით",  - ირწმუნებიან "საქნახშირი ჯი-აი-ჯი ჯგუფში".  
"ჩვენ ვმუშაობთ საავიაციო საწვავზე და სპეციფიური სამუშაოა, რომელსაც ადგილზე შევასწავლით. შესაბამისად, გამოცდილებაზე მეტად ადამინის წარსულს ვაქცევთ ყურადღებას, ნასამართლევი არ უნდა იყოს. ამ დროისთვის მხოლოდ ერთი ადამიანის დასაქმება შეგვიძლია და მისი საშულო ხელფასი 400 ლარი იქნება", - აღნიშნა შპს "ჯორჯია პეტროლიუმის" წარმომადგენელმა, ბადრი ჭუმბურიძემ.
აღნიშნული ფორუმი იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა გახსენეს. დასაქმების ფორუმზე მისული  ადამიანების განწყობა დადებითია.

თეკლე მორგოშია

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებას ქუთაისში პროტესტით
გამოეხმაურებიან.
15:30 / 17.04.2024
რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებას ქუთაისში პროტესტით გამოეხმაურებიან.
რუსულ კანონს პირველ მოსმენაზე მხარი 83-მა დეპუტატმა დაუჭირა.
15:02 / 17.04.2024
რუსულ კანონს პირველ მოსმენაზე მხარი 83-მა დეპუტატმა დაუჭირა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.